სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ჩატარდა იშვიათი სახის ოპერაცია
სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში იშვიათი ოპერაციული ჩარევა განხორციელდა. ჩატარდა სანაღვლე გზების რეკონსტრუქცია, ღვიძლის სადინრის ავთვისებიანი სიმსივნის გამო. ოპერაციას უძღვებოდა ზოგადი ქირურგი- ირაკლი ლაღიძე და სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმები- ასლან ბახტაძე, ნოდარ ფახურიძე და მედდა ლია შენგელია. განხორციელდა საერთო სადინრის სიმსივნურად გადაგვარებული უბნის რეზექცია შემდგომი ჰეპატიკო-ენტეროსტომიით. პაციენტი იყო 84 წლის მამაკაცი, მისი მდგომარეობა დღეისათვის დამაკმაყოფილებელია.