საქართველოს ექთანთა მე-4 კონგრესი
14 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ექთანთა მე-4 კონგრესი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოში არსებული ყველა სამედიცინო დაწესებულების ექთანმა. მომხსენებლები შეეხნენ სხვადასხვა აქტუალურ პროფესიულ თემატიკას, როგორც პრაქტიკულ ნაწილში, ასევე ექთნების საგანმანათლებლო სისტემას.
შპს „ჯეო ჰოსპიტალს“- ს წარმოადგენდა საექთნო საქმის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ნონა გოშაძე. მის მიერ გაკეთებული მოხსენება ემსახურებოდა ჯეო ჰოსპიტალსში ინფექციის კონტროლის კუთხით განხორციელებული საქმიანობის გამოცდილების გაზიარებას, სადაც ხაზი გაესვა საექთნო რგოლის მნიშვნელოვან როლს ამ პროგრამის განხორციელებაში.
კონგრესს დაესწრო 23 რიგითი და მენეჯერი ექთანი სხვადასხვა რეგიონების კლინიკებიდან. მათ შორის: ბორჯომის, გურჯაანის, საგარეჯოს, ზესტაფონის, ჭიათურის, მარნეულის სამშობიაროსა და მარნეულის მრავალპროფილური კლინიკებიდან.
მონაწილე ექთნებისათვის კონგრესი იყო ინფორმატიული და საინტერესო, რაც ემსახურებოდა ამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლის მოტივაციისა და აქტიურობის გაზრდას.