საქართველოში ჯანდაცვის ასოციაცია დაფუძნდა
საქართველოში შეიქმნა ჯანდაცვის ასოციაცია, რომელშიც ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით 75 კერძო კლინიკაა გაერთიანებული, მათ შორის არის შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს’’-ი. ჯეო ჰოსპიტალსმა მიიღო მონაწილეობა ასოციაციის დაფუძნებაში, სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსთან’’, შპს ,,ნიუ ჰოსპიტალს’’-თან და შპს ,,ავერს’’-სთან ერთად. ასოციაცია მჭიდროდ ითანამშრომლებს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ხელს შეუწყობს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორში განსახორციელებელი რეფორმების ეფექტურ მიმდინარეობას. ჯანდაცვის ასოციაციის დაფუძნების მიზანია გაიზარდოს კერძო სექტორისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების ჩართულობა ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების პროცესებსა და რეფორმებში.
21 ივნისს გაიმართა ასოციაციის წარდგენის ოფიციალური პრეზენტაცია.