სარძევე ჯირკვლიდან გამონადენი ქალებში

24 მაი, 2022
ქალებში სარძევე ჯირკვლიდან გამონადენი ნორმალური მდგომარეობაა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. პათოლოგიის შემთხვევაში გამონადენი შეიძლება იყოს მოყავისფრო, სისხლიანი, მწვანე, ყვითელი.

 

გამონადენი სარძევე ჯირკვლიდან შეიძლება გამოწვეული იყოს: სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნით, ჰორმონალური დისბალანსით, ინფექციით, სარძევე ჯირკვლის სადინარის სიმსივნით, გალაქტორეით, სარძევე ჯირკვლის ტრავმით, ფიბროადენომით, სხვადასხვა მედიკამენტების მიღებით, პროლაქტინომით.

დიაგნოსტიკა: ფიზიკალური გასინჯვა, ჰორმონალური დონის განსაზღვრა, სარძევე ჯირკვლის ულტრასონოგრაფია და მამოგრაფია.

მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ ფაქტორზე.