სარკოიდოზი

24 მაი, 2022
სარკოიდოზი – სარკოიდოზი ხასიათდება გრანულომების წარმოქმნით სხვადასხვა ორგანოებში, უპირატესად ფილტვებში, ლიმფურ სისტემაში, და კანზე. აზიანებს თვალებს. ავადდებიან 20-40 წლის ასაკში, ყველაზე მეტად გავრცელებულია შავკანიან ამერიკელებში. მამაკაცებთან შედარებით უფრო ხშირია ქალებში.

 

სიმპტომები: ადვილად დაღლა, ტემპერატურის მომატება, წონაში კლება, შეტევითი ხასიათის არაპროდუქტიული ხველა, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, კანქვეშ კვანძების გაჩენა, კანის ფერის შეცვლა, თვალების ტკივილი, გაწითლება, მხედველობის დაბინდვა.

დიაგნოსტიკა: სისხლის საერთო ანალიზი, ელექტროლიტები, კრეატინინი, ღვიძლის ფუნქციები, გულმკერდის რენტგენოლოგიური და კომპიუტერული კვლევა, სპირომეტრია, ბიოფსია.

დაავადება ხშირად თვითგანკურნებადია. მკურნალობა მოიცავს კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას, ქირურგიულ ჩარევას.