საშარდე გზების ინფექცია ორსულობის დროს
საშარდე გზების ინფექცია ორსულობის დროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ხშირად გამოწვეულია მექანიკური ზეწოლით შარდის ბუშტზე და მასში შარდის დაგროვებით. ორსულთა 15% -ში საშარდე გზების ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მას ახასიათებს ბაქტერიურია. თუმცა ასევე ხშირია წვა და დისკომფორტი შარდვის დროს, ცისტიტის და პიელონეფრიტის განვითარება.
ასიმპტომური ბაქტერიურია და პიელონეფრიტი ზრდის ნაადრევი მშობიარობის რისკს.
დიაგნოსტირება: აუცილებელია შარდის საერთო ანალიზის და შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარება.
მკურნალობა: შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევის პასუხზე დაყრდნობით მიკრობის მიმართ მგრძნობიარე იმ ანტიბიოტიკის დანიშნვა, რომელიც რეკომენდებულია ორსულებში. თვეში ერთხელ შარდის საერთო ანალიზის კონტროლი.