სატაცური

24 მაი, 2022

სატაცური ორგანიზმისთვის სასარგებლო ბოსტნეულია, რომელიც შეიცავს A, B, C და E ვიტამინებს, თუთიას, კალიუმს, რკინას, ფოსფორს. ასევე ფოლიუმის მჟავას და სხვა სასარგებლო მინერალებს. ის დაბალ კალორიული დიეტური მცენარეა (100 გრამი სატაცური შეიცავს 88 კილოკალორიას). დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებაზე, აძლიერებს სისხლძარღვებს, არეგულირებს წნევას. ხელს უწყობს სისხლის შედედებას.