სათესლე ჯირკვლის შემოგრეხვა

24 მაი, 2022
სათესლე ჯირკვლის შემოგრეხვა არის გადაუდებელი მდგომარეობა. ამ დროს მცირდება სათესლე ჯირკვლის სისხლით მომარაგება, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს, შეშუპებას. ყველაზე ხშირად დამახასიათებელია 12-16 წლის ასაკში, თუმცა შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში.

 

სათესლე ჯირკვლის შემოგრეხვის დროს დამახასიათებელია: უეცრად განვითარებული ტკივილი, სათესლე პარკის დაჭიმულობა, შეშუპება, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ტემპერატურის მომატება, მტკივნეული შარდვა.

გართულებები: შესაძლოა განვითარდეს სათესლე ჯირკვლის ნეკროზი, სათესლე ჯირკვლის დაზიანების შემთხვევაში ზოგჯერ ვითარდება უნაყოფობა.

დიაგნოზის დასმა ხორციელდება ანამნეზის დეტალური შეკრებით, შარდის საერთო ანალიზის, სათესლე ჯირკვლების ულტრასონო გრაფიით და დოპლეროგრაფიით.

მკურნალობა -აუცილებელია დროული ქირურგიული ჩარევა.