სეზონური ალერგია პოლინოზი
ყოველ გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, ხეებიდან, ბუჩქებიდან და ბალახებიდან ვრცელდება მცენარეული მტვერი, რომელიც იწვევს სეზონურ ალერგიას – პოლინოზს. პოლინოზი ქრონიკული ალერგიული დაავადებაა, რომელსაც სეზონური ხასიათი აქვს. კლინიკურად კონიუნქტივიტის, რინიტისა და ასთმური სიმპტომებით ვლინდება. პაციენტები ძირითადად უჩივიან თვალების, ცხვირის, სახის, ცხვირ-სახის ქავილს, თვალების სიწითლეს, “ქვიშის” შეგრძნებას თვალში, ცრემლდენას და ქუთუთოების შეშუპებას.