სეზონური დეპრესია
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ადამიანის გენის PER3-ის მუტაცია, რომელიც იწვევს სეზონურ დეპრესიას. სეზონური დეპრესიის სიმპტომები: დეპრესია, შფოთვა, ძილის პრობლემები ყოველთვის ვლინდება ზამთრის პერიოდში, როდესაც დღის ხანგრძლივობა მოკლეა. მეცნიერების აზრით სეზონური დეპრესიას განაპირობებს ჰორმონ მელატონინის ჭარბი სეკრეცია ზამთრის მოკლე დღეებში. ადამიანის პერსონალური ბიოლოგიური საათი იმდენად ჩქარდება, რომ იწვევს ძილიანობას საღამოს 8-9 საათზე და გაღვიძებას დილის 4-5 საათზე.