შაკიკი

24 მაი, 2022
შაკიკი იწვევს ძლიერ, პულსირებად, ბასრ თავის ტკივილს თავის ერთ რეგიონში და ხშირად ახლავს თან გულისრევის შეგრძნება, ღებინება, გაძლიერებული მგრძნობელობა როგორც სინათლეზე, ასევე ხმაურზე.

 

შაკიკის შეტევებმა შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი, რომელიც გასტანს რამდენიმე საათს ან დღეს და იმდენად ძლიერია, რომ პაციენტი ბნელ, მშვიდ ადგილას ყოფნას ამჯობინებს.

ზოგიერთი ტიპის შაკიკს წინ უძღვის სენსორული სიმპტომების გამაფრთხილებელი გამოვლინება– აურა, როგორიცაა სინათლის გაელვება, მხედველობის დაქვეითება, ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში.

მედიკამენტები დაგეხმარებათ შაკიკის სიხშირისა და სიძლიერის შემცირებაში. თუ ადრე მკურნალობამ არ გიშველათ, ესაუბრეთ ექიმს სხვა ტიპის მედიკამენტის გამოყენების შესახებ. სწორი მედიკამენტური თერაპია და ცხოვრების სტილის ცვლილებები შესაძლოა დაგეხმაროთ შაკიკის უკეთ კონტროლში.

შაკიკი ძირითადად ბავშვობაში, მოზარდობის ან მოზრდილობის ნაადრევ ასაკში იწყება. შაკიკს ზოგჯერ ოთხი სტადია აქვს– პროდრომი, აურა, თავის ტკივილი და პოსტდრომი. შესაძლოა პაციენტს არ ჰქონდეს ოთხივე სტადია.

როდის მივმართოთ ექიმს

  • შაკიკი ხშირად ვერ დიაგნოსტირდება და არ ტარდება შესაბამისი მკურნალობა. თუ გაქვთ რეგულარული ტკივილი, რომლის ნიშნები და სიმპტომები ემთხვევა შაკიკის შეტევას, აუცილებლად ჩაიწერეთ, რას გრძნობთ, რამდენად ხშირია შეტევა და როგორ გიყუჩდებათ ტკივილი. შემდეგ დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან.
  • თუ გაქვთ ხოლმე თავის ტკივილი და უეცრად შეიცვალა სიმპტომები და მახასიათებლები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.