შავი მოცვი აუმჯობესებს მეხსიერებას
ახალი კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ შავი მოცვი აუმჯობესებს მეხსიერებას, კოგნიტიურ ფუნქციებს, გააჩნია ანტიოქსიდანტური ეფექტი. მაგნიტურ რეზონანსულ კვლევებზე დაყრდნობით დაფიქსირდა თავის ტვინის აქტივობის ზრდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ შავ მოცვს. აღნიშნული დასკვნები მეტად მნიშვნელოვანია ამერიკის ალცჰეიმერის ასოციაციის მონაცემების გათვალისწინებით. 2015 წლის მონაცემებით აშშ-ში 5.3 მილიონი ადამიანი ალცჰეიმერითაა დაავადებული და 2025 წლისთვის დაავადებულთა რაოდენობა მიაღწევს 7.1 მილიონს.