შეკრულობა (ყაბზობა) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება
შეკრულობა (ყაბზობა) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ხშირად გამოწვეულია არაჯანსაღი ცხოვრების წესით. ჯეო ჰოსპიტალსი გირჩევთ:
- მიირთვათ ჯანსაღი საკვები, ბოსტნეული, ბოჭკოვანით მდიდარი საკვები.
- აუცილებელია სითხის დიდი რაოდენობით მიღება, რომელიც ხელს უწყობს კუჭის მოქმედების რეგულირებას.
- აუცილებელია ვარჯიში, რომელიც ხელს უწყობს მეტაბოლოზმის დარეგულირებას. ხანგრძლივი წოლა და დაბალი ფიზიკური აქტივობა აძლიერებს შეკრულობას.
- არ მოერიდოთ საჯარო სველ წერტილებს, ხშირად და ხანგრძლევად კუჭის მოქმედებისგან თავის შეკავება კიდევ უფრო აძლიერებს შეკრულობას.
- შეკრულობას ასევე აძლიერებს ზოგიერთი ჯგუფის მედიკამენტი.
- პაციენტთა გარკვეულ კატეგორიაში შეკრულობას აძლიერებს რძე და რძის პროდუქტები.
- იმ შემთხვევაში, როცა პაციენტი იღებს სითხეებს დიდი რაოდენობით, ბოჭკოვანით მდიდარ საკვებს, ვარჯიშობს, მაგრამ კვლავ რჩება შეკრულობა, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.