შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრი აქტიურად აგრძელებს ტრენინგების კურსს რეგიონის მასშტაბით
შპს “ჯეო ჰოსპიტალს”-ის სასწავლო ცენტრი ქსელის პერსონალისათვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს ტრენინგების კურსს რეგიონის მასშტაბით. სასაწავლო ცენტრის ორგანიზებით საგარეჯოს, გურჯაანის, ბორჯომის და გარდაბნის სამედიცინო ცენტრების პერსონალისთვის 2021 წლის აპრილში ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა – “კარდიოვასკულური პრობლემებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების მართვა”. შეხვედრის ფარგლებში კოლეგებმა კარდიოვასკულური მართვის მიმართულებით მსოფლიო სიახლეები და პროგრამით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს:
- სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი BLS
- გულის ანატომია და ფიზიოლოგია, ეკგ ინტერპრეტაცია
- გულის გაჩერება, არითმიები, მწვავე კორონარული სინდრომი ACLS/PALS
- პოსტრეანიმაციული პაციენტის მართვა ROSC
- რეანიმაციული გუნდი
უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების ტრენინგს გადაუდებელი მედიცინის სერვისის ფარგლებში დასაქმებული ექიმები და ექთნები (მ.შ. გადაუდებელი მედიცინის ექიმი-სპეციალისტები, შინაგანი მედიცინის ექიმი-სპეციალისტები, კარდიოლოგები, ანესთეზიოლოგები, რეანიმატოლოგები) დაესწრნენ. საკუთარი გამოცდილება და სიახლეები კოლეგებს კახა გზობავამ – ანესთეზიოლოგ/რეანიმატოლოგი; შპს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკური დირექტორი; ხათუნა ბარბაქაძე – კარდიოლოგი; შპს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკური სამსახურის მენეჯერი;ნონა გოშაძემ – BLS ტრენერი; შპს “ჯეო ჰოსპიტალსის” საექთნო საქმის განვითარების სამსახურის უფროსმა გააცნეს. ყველა რეგისტრირებულ ექიმს მიენიჭა 24 კრედიტქულა.შეხვედრას 21 ექიმი და 14 ექთანი დაესწრო.
შპს “ჯეო ჰოსპიტალს”-ის სასწავლო ცენტრი ქსელის პერსონალისათვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების ჩატარებას მომავალშიც გააგრძელებს და წლის ბოლომდე ქსელის ფარგლებში სხვადასხვა სერვისებში დასაქმებული ექიმები და ექთნები გადამზადდებიან. აღნიშნული პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, რაც მათი ხარისხის გარანტია.