შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი” აქტიურად აგრძელებს უფასო აქციების პროექტს

17 დეკ, 2018

11 დეკემბერს გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, რეგიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია კაჭრეთის ამბულატორიაში-კაჭრეთის,ჯიმითის,მახარაძის და არაშენდას მოსახლეობისთვის კარდიოლოგის, ონკოლოგის, ოფთალმოლოგის, ქირურგის, ტრავმატოლოგის, უროლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის შემადგენლობით. ასევე ადგილზე ჩატარდა ეკგ და ექოსკოპიური კვლევები, მათ შორის კარდიოექოსკოპია.

ერთდღიანი აქციის ფარგლებში სამედიცინო კვლევებით ისარგებლა 81-მა პაციენტმა. ჩატარდა 65 კვლევა და 126 კონსულტაცია.დაინიშნა 63 დამატებითი კვლევა/კონსულტაცია გეგმიურ ამბულატორიაში.გამოვლინდა 23 პაციენტი რომელიც საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას/ჩარევას.

კაჭრეთის, ჯიმითის, მახარაძეს და არაშენდას მოსახლეობამ გამოხატა მადლიერება სამედიცინო მომსახურების ტერიტორიული და თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის.