შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ამბულატორიული ცენტრების ხარისხის პოლიტიკა

24 დეკ, 2025

პაციენტებისათვის უსაფრთხო და ხარისხიანი სერვისების მიწოდება „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს უმთავრესი ამოცანაა, რაც, ასევე, ასახულია დოკუმენტში “შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ამბულატორიული ცენტრების ხარისხის პოლიტიკა“. პოლიტიკის დოკუმენტი პაციენტზე ზრუნვაზე, მომსახურების ხარისხის ამაღლებასა და შესაძლო რისკების პრევენციაზეა ორიენტირებული. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე მომზადდა 2025 წლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც პოლიტიკის მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს.

დოკუმენტში წარმოდგენილია “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს მისია, ხედვა და მიზნები, თითოეულ პაციენტზე ზრუნვასთან ერთად იზრუნოს საქართველოში სამედიცინო დარგის განვითარებაზე და იყოს რეგიონში ლიდერი კომპანია სამედიცინო მომსახურების სფეროში.

“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს ქსელი 25 სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს, რომლებიც აკრედიტებულია და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისთვის KTQ-ის ხარისხის მართვის სერტიფიკატს ფლობს.