შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გასვლითი აქცია სოფელ ბაზალეთში

11 აპრ, 2019

შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი” აქტიურად აგრძელებს უფასო აქციების პროექტს. 26 მარტს დუშეთის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა,რეგიონის მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია ს.ბაზალეთში ახლომდებარე სოფლების მოსახლეობისთვის კარდიოლოგის, ქირურგის,თერაპევტის, ეხოსკოპისტის და ლაბორანტის შემადგენლობით. მუშაობა ეფექტური და შედეგიანი გახადა იმ ხელისშემწყობმა გარემოებამ,რომ დუშეთის სამედიცინო ცენრიდან ჩასული ულტრასონოგრაფიის და ეკგ-ს კაბინეტები ადგილზევე ატარებდნენ ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს. აქციის შედეგად ს.ბაზალეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიიღო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება.პაციენტთა უმეტესობამ კომპლექსურად მიიღო კონსულტაციები სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტისაგან, გამოვლინდა1 პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა .ასევე რიგ პაციენტებს დაენიშნათ დამატებითი კვლევები. 24პაციენტზე გაიცა დანიშნულება და შემდგომი კონსულტაციები კლინიკაში.ექოსკოპიურად გამოვლინდა 10 შემთხვევა,სადაც დაიგეგმა გაღრმავებული კვლევები.

ს.ბაზალეთის მოსახლეობამ გამოხატა მადლიერება სამედიცინო მომსახურების ტერიტორიული და თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის.