შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გურჯაანის კლინიკა – კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე

11 აპრ, 2019

შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის გურჯაანის კლინიკა უიშვიათესი და საინტერესო შემთხვევა – პაციენტმა, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა კორონარული ანგიოპლასტიკა სტენტირებით, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, მარცხენა პარკუჭის მწვერვალის ანევრიზმა და თრომბული მასები მარცხენა პარკუჭში, კლინიკას მომართა ჩივილებით: ადვილად დაღლა, სიმძიმის შეგრძნება გულის არეში, შემცივნება, კანკალი.

გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის ექიმ- კარდიოლოგის თინათინ დათუნაშვილის მიერ დიაგნოსტირებული იქნა მარცხენა პარკუჭის ანევრიზმის კედლის განშრევება-რუპტურა. გურჯაანის ,, ჯეო ჰოსპიტალს“-ის კარდიოლოგიური სამსახურის დროული და მიზანმიმართული მოქმედებით პაციენტი გადაყვანილი იქნა ქ. თბილისში სადაც ჩაუტარდა კარდიოქირურგიული ჩარევა. ოპერაცია დასრულდა წარმატებით.

კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე.