შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს ქსელს ახალი, ,,ვანის სამედიცინო ცენტრი” შეემატა.

03 ივნ, 2016
2016 წლის 2 ივნისს, ვანის საავადმყოფოს რეაბილიტაცია დასრულდა. სამედიცინო ცენტრში როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ მომსახურებას პაციენტები უკვე ერთი თვეა იღებენ, ოფიციალური გახსნა კი 2 ივნისს, 14:00 საათზე შედგა. „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და ,,ჯეო ჰოსპიტალსის” მიერ აღებული ვალდებულების შესაბამისად, ვანის საავადმყოფოში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, გაფართოვდა საწოლფონდი და კლინიკა აღიჭურვა უახლესი სამედიცინო აპარატურით. 



11 საწოლზე გათვლილი სამედიცინო ცენტრის ძირითადი მიმართულებებია:

  • გადაუდებელი ამბულატორიული თერაპია
  • გადაუდებელი ამბულატორიული პედიატრია
  • გადაუდებელი ამბულატორიული ქირურგია
  • გადაუდებელი და გეგმიური სტაციონარული თერაპია (ზოგადი თერაპია, კარდიოლოგია, ნევროლოგია)
  • გადაუდებელი და გეგმიური სტაციონარული პედიატრია
  • გინეკოლოგიური მიმართულება
  • ოტორინოლარინგოლოგიური მიმართულება
  • ოფთალმოლოგიური მიმართულება
  • უროლოგიური მიმართულება



დღევანდელი მონაცემებით, კლინიკაში დასაქმებულია 53 ადამიანი.