შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს საქველმოქმედო აქცია სოფელ ბაშში
მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს ,, ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმთა ჯგუფმა, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით მორიგი გასვლითი საქველმოქმედო აქცია სოფელ ბაშში გამართა. აქციაში მონაწილეობდნენ კარდიოლოგი, თერაპევტი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ქირურგი, პედიატრი, ტრავმატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი. ექიმ-სპეციალისტების გარდა, აქციაში ჩართული იყო ეკგ-ს და ულტრასონოგრაფიის კაბინეტებიც, რამაც ხელი შეუწყო ადგილზე პათოლოგიების ზუსტ დიაგნოსტიკას.
აქციაზე მოსული 81პაციენტიდან თითქმის უმეტესობამ კომპლექსურად მიიღო კონსულტაციები სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტისაგან (172 კონსულტაცია), გამოვლინდა 4 პაციენტი, რომელთაც ოპერაციული ჩარევა ესაჭიროებათ. ასევე გამოიკვეთა პაციენტები რომელთაც ესაჭიროებათ დამატებითი კვლევების ჩატარება.
მოსახლეობამ გამოიხატა მადლიერება სამედიცინო მომსახურებისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ხელმისაწვდომობისთვის.