შპს “ჯეო ჰოსპიტალსი”-ში ბარიატრიული ოპერაციები

31 ოქტ, 2018

შპს ჯეო ჰოსპიტალს-ის ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარმატებით ტარდება ბარიატრიული ოპერაციები (სლივ გასტრექტომია, კუჭის შუნტირება, ბილიოპანკრეასული შუნტირება). ოპერაციებს აწარმოებს ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი მედიცინის დოქტორი მალხაზ გოგატიშვილი. პაციენტები,რომელთაც ჩაუტარდათ აღნიშნული სახის ოპერციული ჩარევები აღენიშნებათ საუკეთესო შედეგები: სამი თვის შემდეგ წონის კლება 20კგ-მდე. ხოლო ერთი წლის შემდეგ 50კგ-მდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ისეთი პაციენტების მდგომარეობა, რომლებსაც აღენიშნებოდათ ანამნეზში თანმხლები ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა: ქვემო კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობა, გულ-ფილტვის ქრონიკული უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.