სოციალური იზოლაცია მკერდის სიმსივნის მქონე ქალებში სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს
ქალებში ყველაზე გავრცელებული სიმსივნე არის მკერდის კიბო. თუმცა გამოჯანმრთელების რაოდენობა ძალიან მაღალია, თუ მკერდის კიბოს დიაგნოსტიკა ადრეულ სტადიაზე ხდება. ბოლო პერიოდში, მკერდის კიბოთი დაავადებულთა გამოჯანმრთელება მნიშვნელოვნად იზრდება, რაც დაკავშირებულია ადრეულ დიაგნოსტიკასთან, გაუმჯობესებულ ტექნოლოგიებთან და მკურნალობასთან. ახალი კვლევების მიხედვით, სოციალური ურთიერთობებიც ახდენს გავლენას გამოჯანმრთელების პროცესზე. როგორც აღმოჩნდა, მარტოობა და სოციალური ურთიერთობების დეფიციტი ზრდის კიბოთი გამოწვეული სიკვდილის რისკს.
სოციალურ იზოლაციაში მყოფ ქალებს 40%-ით აქვთ გაზრდილი კიბოს რეციდივის და 60%-ით სიკვდილის რისკი, ვიდრე სოციალურად ინტეგრირებულ ქალებს.