სტაფილო, A ვიტამინის ბუნებრივი წყაროა
სტაფილო, A ვიტამინის ბუნებრივი წყაროა. ის დიდი რაოდენობით შეიცავს კაროტინს, რომელიც ორგანიზმში ჟანგვითი პროსის შედეგად A ვიტამინად გადაიქცევა.
ვიტამნ A ხელს უწყობს: ნორმალურ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს.
რა ასაკიდან ჩავრთოთ სტაფილო ბავშვის რაციონში?
სტაფილო ბავშვის რაციონში შეიძლება 5-6 თვის ასაკიდან ჩავრთოთ მოხარშული სტაფილო – პიურეს სახით და ახლად გაწურული სტაფილო – წვენის სახით.
რადგან კაროტინს ორგანიზმი მხოლოდ ცხიმთან ერთად ითვისებს. სტაფილო უფრო მეტ სასარგებლო თვისებებს შეიძენს თუ მას რამდენიმე წვეთ ზეითუნის ზეთში ან დედის რძეში გავაზავებთ . დავიწყოთ ერთი ჩაის კოვზით რამდენიმე დღეში ულუფა უნდა გავზარდოთ.