ჭარბი ოფლიანობა

სიმპტომის აღწერა

ჭარბი ოფლიანობა შეიძლება შეგვხვდეს როგორც მთლიან სხეულზე, აგრეთვე ფეხისგულებზე, ხელისგულებზე, იღლიებში და სახეზე. ზედმეტი ოფლიანობა ჰქვია მდგომარეობას, როდესაც ოფლი ტემპერატურასთან და ფიზიკურ აქტივობასთან შეუსაბამოდ ჭარბად გამოიყოფა. ჭარბი ოფლიანობა ხელს გვიშლის ყოველდღიურ აქტივობებში და იწვევს შფოთვას და უხერხულობას ხალხთან ურთიერთობისას.

გამომწვევი მიზეზი

ხშირ შემთხვევაში ჭარბი ოფლიანობა დაკავშირებულია ძლიერ ფიზიკურ აქტივობასთან ან მაღალ ტემპერატურასთან. ზედმეტი ოფლიანობა შესაძლოა გამოიწვიოს აგრეთვე სიცხემ.

ჭარბი ოფლიანობა, რომელიც მოქმედებს სხეულის დიდ ნაწილზე სრული დღე-ღამის განმავლობაში, მიუთითებს წამლის გვერდით მოვლენაზე ან რაიმე დაავადებაზე, როგორიცაა მენოპაუზური ცხელი სიწითლეები, შფოთვა ან ჰიპერაქტიური თიროიდი.

დღისით ხელისგულების, ფეხისგულებისა და იღლიების ჭარბი ოფლიანობის თვალსაჩინო მიზეზები უცნობია და ამ მდგომარეობას ფოკალური ჰიპერჰიდროზი ეწოდება. ამ ტიპის ჭარბი ოფლიანობა ძირითადად ჩერდება ძილის დროს და არ არის დაკავშირებული პათოლოგიურ მდგომარეობასთან.

ჭარბი ოფლიანობის მიზეზები:

  1. დიაბეტი
  2. ენდოკარდიტი
  3. სიცხე გაურკვეველი მიზეზით
  4. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
  5. ინფარქტი
  6. აივ/შიდსი
  7. ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა)
  8. ჰიპერთიროიდიზმი (ჰიპერაქტიური თიროიდი)
  9. ლეიკემია
  10. წამლები, მაგალითად ბეტა ბლოკერები და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები
  11. მენოპაუზა
  12. არა–ჰოჯკინის ლიმფომა
  13. ჭარბწონიანობა
  14. სტრესი
  15. ტუბერკულოზი

როდის მივმართოთ ექიმს

დარეკეთ 112-ზე ან მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება
ოფლიანობა იშვიათად საჭიროებს სამედიცინო დახმარებას. თუმცა თუ ოფლიანობას თან ახლავს სხვა სიმპტომები მაგალითად – ციება, თავბრუსხვევა, მკერდის ან კუჭის ტკივილი აუცილებლად მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება. ცივი ოფლი შეიძლება იყოს თქვენი ორგანიზმის პასუხი გამომწვევი პრობლემისადმი, როგორიცაა გულის შეტევა.

დაგეგმეთ შეხვედრა ექიმთან
დაუკავშირდით ექიმს, თუ:

  • თქვენ დაგეწყოთ ოფლიანობა იმაზე მეტად ვიდრე საერთოდ
  • ოფლიანობა გაწუხებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში
  • ოფლიანობთ ღამე გაურკვეველი მიზეზით

ჭარბი ოფლიანობის ტიპების უმრავლესობა კარგად ემორჩილება მკურნალობას.