ცივი ხელები

სიმპტომის აღწერა

ხელებიც გაციება, მაშინაც კი, როცა გარშემო არ ცივა, საკმაოდ ხშირია. ძირითადად, ცივი ხელები ორგანიზმის მიერ სხეულის ტემპერატურის დარეგულირების მცდელობის შედეგია და განსაკუთრებულ ყურადღებას არ საჭიროებს.

თუმცა, თუ თქვენ ცივი ხელები გაქვთ იმდენად ხშირად, რომ გაწუხებთ და ასევე თან ახლავს ფერთა ცვლილება, აუცილებლად უნდა გაირკვეს გამომწვევი მიზეზი. მაგალითად, მიზეზი შეიძლება იყოს ნერვებისა და სისხლის მიმოქცევის დაზიანება, ქსოვილის დაზიანება ხელებში ან თითებში. თუ იმყოფებით ძალიან ცივ კლიმატში და გიცივდებათ ხელები, აუცილებლად დააკვირდით მოყინვის ნიშნებს.

ასევე, დააკვირდით შემდეგ ნიშნებს:

  • ცივი ფეხები ან ფეხისთითები
  • ფერის ცვლილება კანზე: გათეთრება, გალურჯება
  • დაბუჟება, მგრძნობელობის შეცვლა
  • ღია წყლულები ან გამონაყარი
  • დაჭიმული, გამაგრებული კანი

გამომწვევი მიზეზი

ხელების გაციებას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, უმრავლეს შემთხვევებში ეს სიმპტომი მხოლოდ ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციასთანაა დაკავშირებული და საგანგაშო არ არის. შესაძლებელია, რომ ცივი ხელები სისხლის მიმოქცევის პრობლემასთან იყოს დაკავშირებული.

ამ სიმპტომის გამომწვევი შესაძლო მიზეზებია:

  • ანემია
  • ბერგერის დაავადება
  • დიაბეტი
  • მოყინვა
  • მგლურა
  • რეინოს დაავადება
  • სკლეროდერმა

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაწუხებთ ხელების ხშირი გაციება. ექიმი შეამოწმებს, ხომ არ უკავშირდება ეს სიმპტომი ნერვის დაზიანების ან სისხლის მიმოქცევის პრობლემებს.მკურნალობა მიზეზის გათვალისწინებით დაიგეგმება. შესაძლოა, რეკომენდირებული იყოს ყოველდღიური ცხოვრების სტილის შეცვლაც.