ფაღარათი
სიმპტომის აღწერა
ფაღარათის დროს აღინიშნება რბილი, თხევადი განავალი, რომელიც მეტი ინტენსივობითაა გამოხატული, ვიდრე მანამდე. ასევე შეიძლება გქონდეთ კრუნჩხვითი მოვლები მუცლის არეში ან უჩვეულოდ დიდი რაოდენობით განავალი. არსებობს სხვადასხვაგვარი სიმპტომებით, სიმძიმითა და ხანგრძლივობით მიმდინარე ფაღარათი.
მწვავე ფაღარათი რამდენიმე დღეს გრძელდება და ძირითადად ბაქტერიული, ვირუსული ან პარაზიტული ინფექციებითაა გამოწვეული.
ქრონიკული ფაღარათი, მწვავესთან შედარებით, მეტხანს გრძელდება, დაახლოებით სამი კვირა და მეტი. ქრონიკული ფაღარათი შესაძლოა რაიმე დაავადების ნიშანი იყოს, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება ან შედარებით მსუბუქ სინდრომებს ახლდეს, როგორიცაა ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი.
გამომწვევი მიზეზი
მწვავე ფაღარათის გამომწვევი მიზეზებია:
- მაგნიუმის შემცველი მჟავას საწინააღმდეგო პრეპარატები
- ანტიბიოტიკებთან ასოცირებული ფაღარათი
- არტერიული წნევის მარეგულირებელი მედიკამენტები
- კლოსტრიდიუმ დიფიცილეს ნაწლავური ინფექცია
- კამპილობაქტერის ნაწლავური ინფექცია
- ანტისიმსივნური მედიკამენტები
- კლოსტრიდიუმ პერფრინგენსის ნაწლავური ინფექცია
- კრიპტოსპორიდიუმის ნაწლავური ინფექცია
- ციტომეგალოვირუსი
- ეშერიხია კოლი ნაწლავური ინფექცია (ნაწლავის ჩხირი)
- ჰისტოლიზური ენტამებას (დიზინტერიის ამება) ინფექცია
- გარკვეული საკვების აუტანლობა
- მოწამვლა
- ფრუქტოზას აუტანლობა
- გიარდიაზი
- ლაქტოზას აუტანლობა
- ნოროვირუსული ინფექცია
- როტავირუსული ინფექცია
- სალმონელა
- შიგელა
- სტაფილოკოკი
- გადატანილი კუჭის ოპერაცია
- მოგზაურთა ფაღარათი
ქრონიკული ფაღარათის გამომწვევი მიზეზებია:
- არტერიული წნევის მარეგულირებელი მედიკამენტები
- კოფეინი
- ანტისიმსივნური მედიკამენტები
- ცელიაკის დაავადება
- ქოლეცისტექტომია (ამოკვეთილი ნაღვლის ბუშტი)
- ნაწლავის სიმსივნე
- კრონის დაავადება
- ბარიატრიული ოპერაცია
- A ჰეპატიტი
- B ჰეპატიტი
- C ჰეპატიტი
- ჰიპერთიროიდიზმი (ფარისებრის ჰიპერფუნქცია)
- ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი
- იშემიური კოლიტი
- პანკრეასის უკმარისობა
- წყლულოვანი კოლიტი
ვიპლის დაავადება
როდის მივმართოთ ექიმს
ფაღარათი ძირითადად მკურნალობის გარეშეც გაივლის, თუმცა იკარგება დიდი რაოდენობით სითხე და მარილები.
მიმართეთ ექიმს, თუ:
ბავშვს აღენიშნება ფაღარათი, განსაკუთრებით სიცხესთან და ღებინებასთან ერთად, რადგან ბავშვებში ამ სიმპტომებს დეჰიდრატაცია მოყვება. დაუკავშირდით ექიმს თუ მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება 24 საათის შემდეგ ან თუ:
- ბავშვს არ მოუშარდავს სამი ან მეტი საათის განმავლობაში
- სიცხე აღემატება 39 გრადუსს ცელსიუსით
- აქვს სისხლიანი ან შავი განავალი
- აქვს პირის სიმშრალე ან ტირის ცრემლების გარეშე
- უჩვეულოდ მოთენთილია, ეძინება, არ პასუხობს გაღიზიანებაზე
- ჩავარდნილი აქვს მუცელი, ლოყები, ქუთუთოები
- აქვს არაელასტიური კანი
დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან
მოზრდილებში, ფაღარათი ძირითადად უმნიშვნელო სიმპტომია. მიმართეთ ექიმს, თუ:
- ფაღარათი გაწუხებთ 2 დღეზე მეტხანს და არ ახასიათებს გაუმჯობესება
- ხართ დეჰიდრირებული, გწყურიათ, გიშრებათ პირი, კანი, ვერ შარდავთ, გრძნობთ სისუსტეს, თავბრუსხვევას, გაქვთ მუქი შარდი
- გაწუხებთ ძლიერი ტკივილი მუცლის ან სწორი ნაწლავის არეში
- გაქვთ სისხლიანი ან შავი განავალი
- გაქვთ 39 გრადუსზე მეტი სიცხე