ფეხის კრუნჩხვები ღამით
სიმპტომის აღწერა
ფეხის კრუნჩხვები ღამით, იგივე ნოქტურნული ფეხის კრუნჩხვები, არის ფეხის კუნთების შეკუმშვა, ტკივილი და მტკივნეული, უნებლიე სპაზმები. შემთხვევათა უმეტესობაში,ფეხის კრუნჩხვები ღამით შემოიფარგლება კანჭის კუნთებით, თუმცა აგრეთვე შეიძლება მოიცვას ტერფის და ბარძაყის კუნთები.
გამომწვევი მიზეზი
შემთხვევათა უმეტესობაში, ფეხის კრუნჩხვები ღამით გაურკვეველი მიზეზის გამო ვითარდება და ძირითადად უვნებელია ადამიანისთვის. ფეხის კრუნჩხვები ღამით დიდი ალბათობით კუნთების დაღლასთან და ნერვის პრობლემებთანაა დაკავშირებული.
ღამით ფეხის კრუნჩხვების რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. აგრეთვე მისი გამოვლენის გაზრდილი ალბათობა აქვთ ფეხმძიმე ქალებს.
იშვიათ შემთხვევებში, ფეხის კრუნჩხვები ღამით შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა ფარულად მიმდინარე დაავადებასთან, მაგალითადპერიფერიულ არტერიულ დაავადებასთან (როცა არტერიების შევიწროების გამო შემცირებული სისხლის დინება კიდურებში). ასეთებია დიაბეტიდა სპინალურ სტენოზი.
აღმოჩენილია კავშირი ღამით ფეხის კრუნჩხვებსა და ზოგიერთ წამალს, კერძოდ კი ინტრავენურ რკინას, ესტროგენებსა და ნაპროქსენს შორის,
ზოგჯერ მოუსვენარი ფეხების სინდრომი ერევათ ფეხის კრუნჩხვებში ღამით, თუმცა იგი ცალკე პათოლოგიაა. ზოგადად, მოუსვენარი ფეხების სინდრომის ძირითადი მახასიათებელი ტკივილი არაა, თუმცა მოუსვენარი ფეხების სინდრომი შეიძლება გახდეს მიზეზი ფეხის კრუნჩხვების ღამით.
სხვა პათოლოგიები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ღამით ფეხის კრუნჩხვებთან:
სტრუქტურული დარღვევები:
წამლები და პროცედურები
- *წნევის წამლები
- *შარდმდენები
- *ორალური კონტრაცეპტივები
- *ქოლესტერინის დამწევი პრეპარატები (სტატინები)
- *დიალიზი
სხვა:
- გაუწყლოება
- ფაღარათი (დიარეა)
- კუნთების დაღლა
- ნერვის დაზიანება, მაგ. კიბოს მკურნალობისგან
- ოსტეოართრიტი
- პარკინსონის დაავადება
- ორსულობა
მეტაბოლური დარღვევები
- ადისონის დაავადება (თირკმელზედა ჯირკვლის ნაკლოვანება)
- ციროზი
- ჰიპერთიროიდიზმი (ზეაქტიური ფარისებრი ჯირკვალი)
- ჰიპოთიროიდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია)
- თირკმლის ქრონიკული დაავადება
- პირველი ტიპის დიაბეტი
- მეორე ტიპის დიაბეტი
როდის მივმართოთ ექიმს
ადამიანთა უმეტესობისთვის, ფეხის კრუნჩხვები ღამით უბრალოდ დისკომფორტია, რომელიც იშვიათად მათ ღამე აღვიძებთ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება ექიმთან ვიზიტი.
სასწრაფოთ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ:
- · განიცდით მწვავე და ხანგრძლივ კრუნჩხვებს
- · განიცდით ფეხის კრუნჩხვებს ღამით რაიმე ტოქსინის, მაგალითად ტყვიის ზემოქმედების შედეგად
დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ:
- · ფეხის კრუნჩხვები ღამით ხელს გიშლით ძილში და ამის გამო შეზღუდული ხართ ყოველდღიურ საქმიანობაში.
- · განგივითარდათ კუნთთა სისუსტე და ატროფია ფეხის კრუნჩხვებით.
მკურნალობა სახლის პირობებში:
ღამის ფეხის კრუნჩხვების თავის ასარიდებლად მოწოდებულია:
- · ბევრი წყლის მიღება გაუწყლოების თავიდან ასარიდებლად
- · ფეხის კუნთების გაჭიმვა ან სახლის ველოსიპედზე ვარჯიში დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე
- · ლოგინში ფეხის განთავისუფლება ზეწრებისა და საბნისგან
ღამით ფეხის კრუნჩხვების შესამსუბუქებლად მოწოდებულია:
- ფეხის მოხრა და თავთან მიტანა
- მტკივნეული ფეხის დამასაჟება ხელებით ან ყინულით
- სიარული ან ფეხის შერყევა
- ცხელი ან თბილი აბაზანის მიღება
მიუხედავად იმისა, რომ ადრე ფართოდ გამოყენებული იყო, მედიკამენტი ქინინი რეკომენდირებული აღარ არის, რამეთუ მისი ეფექტურობა არ დადასტურდა ღამით ფეხის კრუნჩხვებიან პაციენტებზე ჩატარებული კვლევით.