გახშირებული დეფეკაცია
სიმპტომის აღწერა
გახშირებული დეფეკაციის ზოგადი კლინიკური განმარტება არ არსებობს. პაციენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეში რამდენჯერმე დეფეკაცია უჩვეულოა, განსაკუთრებით თუ ეს სიმპტომი ახლახანს გაჩნდა.
თუმცა, თუ სხვა არაფერი შეცვლილა განავალში– არ აღინიშნება რბილი, თხევადი განავალი, არ გაქვთ ტკივილი ან სისხლიანი განავალი, ეს სიმპტომი ძირითადად არ არის რაიმე დაავადების მომასწავებელი.
გამომწვევი მიზეზი
თუ დეფეკაციის ინტერვალი შემცირდა, სავარაუდოა, რომ ცხოვრების წესში რაღაც შეცვალეთ. მაგალითად:
- მიირთმევთ მეტ ხილს, ბოსტნეულს, მარცვლეულს
- ვარჯიშობთ ან მეტს ვარჯიშობთ, ვიდრე ადრე
- იღებთ მეტ წყალს
დეფეკაციის მეტად გახშირება შესაძლოა მსუბუქ ავადმყოფობას უკავშირდებოდეს, რომელიც თავად გაივლის. თუ არ გაქვთ სხვა სიმპტომები ან ნიშნები, სავარაუდოა რომ არაფერი გჭირთ..
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ თქვენს სიმპტომს თან ახლავს:
- განავლის ფორმის, მოცულობის ცვლილება– როგორიცაა წვრილი, ძაფისებრი განავალი ან თხევადი, რბილი განავალი
- მუცლის ტკივილი
- სისხლი, ლორწო ან ჩირქი განავალში
ამ სიმპტომებით მიმდინარე დაავადებებია:
- ცელიაკის დაავადება
- კრონის დაავადება
- ჰიპერთიროიდიზმი (ჰიპერაქტიური თიროიდი)
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
- მედიკამენტების გვერდითი ეფექტები
- წყლულოვანი კოლიტი