გამონადენი საშოდან

სიმპტომის აღწერა

საშოს გამონადენი არის კომბინაცია სითხისა და უჯრედების, რომლებიც გამუდმებით ჩამოიფრქცვნებიან. საშოს გამონადენი ასუფთავებს და იცავს საშოს. საშოს გამონადენის ფერი და კონსისტენცია ცვალებადია. მენსტრუაციებს შორის იგი შეიძლება იყოს თეთრი და წებოვანი ან გამჭირვალე და თხევადი. ეს დაახლოებით შეესაბამება რეპროდუქციული ციკლის სტადიას.

საშოდან გამონადენის არსებობა ნორმაა, თუმცა თუ მას აქვს უცნაური სუნი ან ფერი, ან თან ახლავს ქავილი ან ტკივილი, იგი შეიძლება რაიმე დარღვევის ნიშანი იყოს.

გამომწვევი მიზეზი

საშოდან პათოლოგიური გამონადენის ძირითადი გამომწვევები – სოკოვანი ინფექცია, ბაქტერიული ვაგინოზი ან მენოპაუზის სიმპტომები – უმეტესად უვნებლები არიან, თუმცა ისინი შეიძლება ძალიან არაკომფორტულები იყვნენ.

პათოლოგიური გამონადენი აგრეთვე შეიძლება იყოსზოგიერთი სქესობრივად გადამდები დაავადების სიმპტომი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ინფექციები შეიძლება გადაედოს სქესობრივ პარტნიორებს – ან შეიძლება გავრცელდეს საშვილოსნოში, საკვერცხეების და ფალოპის მილებში – მათი აღმოჩენა და მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ძალიან იშვიათად, მოყავისფრო ან სისხლის ელფერიანი გამონადენი შეიძლება საშვილოსნის ყელის კიბოს ნიშანი იყოს.

საშოდან გამონადენის სხვა მიზეზებია:

  1. ბაქტერიული ვაგინოზო
  2. საშვლოსნოს ყელის კიბო
  3. საშვილოსნის ყელის პოლიპები, არასიმსივნური (კეთილთვისებიანი) გამონაზარდები ყელზე
  4. ქლამიდია
  5. მახვილწვეტიანი კონდილომა
  6. გონორეა
  7. პაპილომავირუსული ინფექცია
  8. მენჯის ანთებითი დაავადება
  9. ორსულობა
  10. საშვილოსნოს ყელის პოლიპები, არასიმსივნური (კეთილთვისებიანი) წამონაზარდები ყელზე
  11. სქესობრივად გადამდები დაავადებები
  12. ტრიქომონიაზი
  13. საშოს ატროფია
  14. საშოს სიმსივნე
  15. ვაგინიტი
  16. ვეზიკოვაგინალური ფისტულა
  17. სოკოვანი ინფექცია (ვაგინალური)

როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი, თუ გაქვთ:

  • მომწვანო, მოყვითალო, სქელი ან ყველისებური გამონადენი საშოდან
  • ძლიერი სუნი საშოში
  • საშოს ან საშოსა და შარდსადენის გარშემო კანის (ვულვა) სიწითლე, ქავილი, წვა ან გაღიზიანება
  • სისხლდენა ან სისხლიანი ლაქები, რომლებიც პერიოდთან არაა დაკავშირებული
თვითმკურნალობა:

  • გამოიყენეთ ანტიფუნგალური მალამო სოკოვანი ინფექციის შემთხვევაში
  • ვულვის ქავილის, შესიებისა და დისკომფორტის დროს გამოიყენეთ ცივი კომპრესი, მაგალითად ნაჭერი ან ყინულის შეკვრა.
  • არ დაკავდეთ სქესობრივი აქტით ან გააკეთებინეთ პარტნიორს კონდომი მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში.
  • ეწვიეთ ექიმს, თუ თქვენი სიმპტომები არ გაქრება დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ.