გულისრევის შეგრძნება და ღებინება

სიმპტომის აღწერა

გულისრევის შეგრძნებას და ღებინებას უამრავი მიზეზი შეიძლება ქონდეს. ეს სიმპტომი ძირითადად ვირუსული გასტროენტერის ან ადრეული ორსულობისას არსებული “დილის სისუსტის” დროს გვხვდება.

ზოგიერთ წამალს, მაგალითად ქირურგიული ოპერაციებისთვის განკუთვნილ ზოგად საანესთეზიო საშუალებებს შეუძლიათ ამ სიმპტომის გამოწვევა. იშვიათ შემთხვევებში, გულისრევის შეგრძნება და ღებინება შესაძლოა მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში დაავადების ნიშანი იყოს.

გამომწვევი მიზეზი

გულისრევის შეგრძნება და ღებინება შესაძლოა შეგვხვდეს როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე. მიზეზები:

  • ქიმიოთერაპია
  • გასტროპარეზი(მდგომარეობა როდესაც კუჭის კედლის კუნთები ნორმალურად ვერ ფუნქციონირებენ, რაც მონელებას უშლის ხელს)
  • ზოგადი ანესთეზია
  • ობსტრუქცია ნაწლავებში
  • შაკიკი
  • “დილის სისუსტე” ორსულებში
  • როტავირუსი
  • ვირუსული გასტროენტერიტი (კუჭის გრიპი)
  • ვესტიბულური ნევრიტი

სიმპტომის სხვა მიზეზები:

  • აკოჰოლიზმი
  • ანაფილაქსია (ბავშვებში)
  • ანორექსია
  • ჭია ნაწლავის ანთება (აპენდიციტი)
  • კეთილთვისებიანი პოზიციური ვერტიგო
  • (სიმსივნური ან არასიმსივნური წარმოშობის)
  • ბულემაი ნევროზა
  • ტვინის შერყევა
  • ქოლეცისტიტი
  • კრონის დაავადება
  • ციკლური ღებინების სინდრომი
  • დეპრესია
  • თავბრუსხვევა
  • დიაბეტური კეტოაციდოზი
  • ყურის ინფექცია (შუა ყურის)
  • საკვებით მოწამვლა
  • გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
  • გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის დაავადება
  • გულის შეტევა
  • გულის უკმარისობა
  • ჰეპატიტი
  • მაღალი სიცხე (ბავშვებში)
  • ჰიდროცეფალუსი
  • ჰიპერპარათიროიდიზმი (ზეაქტიური პარათიროიდი)
  • ჰიპერთიროიდიზმი (ზეაქტიური თიროიდი)
  • ჰიპოპარათიროიდიზმი(არასაკმარისად აქტიური პარათიროიდი)
  • ნაწლავების იშემია
  • ნაწლავების ობსტრუქცია
  • ქალაშიდა ჰემატომა
  • ნაწლავების ჩაჭედვა (ბავშვებში)
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
  • ღვიძლის კიბო
  • ღვიძლის უკმარისობა
  • მედიკამენტები (ასპირინი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლები, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ფუტკარა, ნარკოტიკები და ანტიბიოტიკები)
  • მენიერის დაავადება
  • მენინგიტი
  • ალერგია რძეზე (ახალშობილებში და ბავშვებში)
  • პანკრეასის კიბო
  • პანკრეატიტი
  • კუჭის წყლული
  • ფსევდოტუმორ ცერებრი
  • პილორუსის სტენოზი (ჩვილებში)
  • სხივური თერაპია
  • მძიმე ტკივილი
  • თავის ტვინის ტრავმული დაზიანება

როდის მივმართოთ ექიმს

აკრიფეთ 112 და მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება.

სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ სიმპტომს თან ახლავს:

  • მკერდის ტკივილი
  • ძლიერი ტკივილი და კრუნჩხვა მუცლის არეში
  • გაბუნდოვანებული მხედველობის არე
  • გულის წასვლა
  • დაბნეულობა
  • ცივი, წებოვანი, ფერმკრთალი კანი
  • მაღალი სიცხე და გაშეშებული კისერი
  • განავლის მსგავსი სხეული ან სუნი ღებინების დროს ამოღებულ მასაში

მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება

სთხოვეთ ახლო მყოფს, რომ მიგიყვანოთ სასწრაფო განყოფილებაში თუ:

  • სიმპტომს თან ახლავს ტკივილი ან მძიმე თავის ტკივილი, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი რამ მანამდე არ აღინიშნებოდა
  • თქვენ არ შეგიძლიათ ჭამა და დალევა 12 საათის განმავლობაში ან თქვენმა შვილმა ვერ შეძლო შეენარჩუნებინა სითხე 8 საათის განმავლობაში.
  • თქვენ გაქვთ დეჰიდრატაციის ნიშნები – გაძლიერებული წყურვილი, მშრალი პირი, გაიშვიათებული შარდვა, მუქი ფერის შარდი , სისუსტე, თავბრუსხვევა და გულის წასვლის შეგრძნება ადგომისას
  • ღებინებისას ამოღებული მასა შეიცავს სისხლს, არის მწვანე ან წააგავს დაფქულ ყავას

დაგეგმეთ შეხვედრა ექიმთან

დაგეგმეთ შეხვედრა ექიმთან თუ:

  • ღებინება გრძელდება 2 დღეზე მეტი ზრდასრულებში, 24 საათზე მეტი 2 წლამდე ბავშვებში ან 12 საათზე მეტი ჩვილებში
  • თქვენ ერთი თვის განმავლობაში რამოდენიმეჯერ გქონდათ ეს სიმპტომი
  • თქვენ ამ სიმპტომთან ერთად მოულოდნელად დაიკელით წონაში

ექიმთან შეხვედრამდე გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები სახლის პირობებში:

  • ძლიერი ფიზიკური აქტივობა და არასაკმარისი დასვენება აუარესებს გულისრევის შეგრძნებას.
  • მიიღეთ სითხეები. დალიეთ გამაგრილებელი, სუფთამ ნახშიროჟანგის შემცველი მჟავე სასმელები, როგორიცაა კოჭას ლუდი, ლიმონათი და წყალი. ამ დროს პიტნის ჩაიც შეიძლება იყოს სასარგებლო
  • თავიდან აირიდეთ ძლიერი სურნელები და სხვა გამღიზიანებლები. საკვების მომზადებისას არსებული სუნი, არომატები, ბოლი, დახუთული ოთახები, სიცხე, ნესტიანობა, მოციმციმე შუქები და მანქანის ტარება შესაძლოა მიზეზი გახდეს გულისრევის შეგრძნების ან ღებინების.
  • მიირთვით დამუშავებული, რბილი საკვები. კვება დაიწყეთ მარტივად მოსანელებელი საკვებით, მაგალითად ჟელატინით, კრეკერებით, შებრაწული პურით. ამის შემდეგ გადადით ბურღულეულზე, მარილიან, ცილოვან, ან ნახშირწყლებით მდიდარ საკვებზე. თავიდან აირიდეთ ცხიმიანი და ცხარე საკვები. ღებინების შემდგომ არ მიიღოთ მკვრივი საკვები დაახლოებით 6 საათის განმავლობაში.
  • გამოიყენეთ ზღვის დაავადების (კინეტოზის) სამკურნალო მედიკამენტები. თუ გეგმავთ მგზავრობას, ზღვის დაავადების ზოგიერთმა წამალმა, მაგალითად რამამინმა შესაძლოა მოგიხსნათ ეს სიმპტომი. უფრო ხანგრძილივი მოგზაურობებისთვის, მაგალითად როგორც კრუიზზე ყოფნისას, სთხოვეთ ექიმს გამოგიწერონ ზღვის დაავადების დასაწებებელი სალბუნი, როგორიცაა სკოპოლამინი ( ტრანსდერმული )

თუ თქვენთვის ეს სიმპტომი გამოწვეულია ორსულობის გამო, დილაობით საწოლიდან ადგომამდე მიირთვით ცოტაოდენი კრეკერი.