კისრის ტკივილი

სიმპტომის აღწერა

კისრის ტკივილი გავრცელებული პრობლემაა, რომელიც მოსახლეობის 10 %-ს აწუხებს სიცოცხლის განამვლობაში ერთხელ მაინც. კისრის ტკივილი შეიძლება იყოს როგორც ყრუ სახის ასევე ელეკტროშოკური ტიპის. სხვა თანხმლებმა სიმპტომებმა, როგორიცაა გაშეშება ან კუნთის სისუსტე შესაძლოა მიუთითოს გამომწვევ მიზეზზე.

კისრის ტკივილი ძირითადად ცოტა ხანს გრძელდება – რამოდენიმე საათი ან დღე. კისრის ტკივილი ითვლება ქრონიკულად მაშინ, როდესაც გრძელდება რამოდენიმე კვირაზე მეტ ხანს. თუმცა კისრის მუდმივი ტკივილიც კი შეიძლება მოიხსნას ვარჯიშით, გაჭიმვით, ფიზიკური თერაპიით ან მასაჟით.

გამომწვევი მიზეზი

კისრის ტკივილის ზოგიერთი მიზეზი:

  1. მაანკილოზებელი სპონდილიტი
  2. ზურგჩანთის ცალ მხარეს ტარება
  3. ყელის დისტონია
  4. ყელის სპონდილოზი
  5. ტელეფონის კისერს და მხარს შორის მოთავსება ლაპარაკის დროს.
  6. ემოციური სტრესი
  7. ფიბრომიალგია
  8. დისკის თიაქარი
  9. მენინგიტი
  10. ოსტეოართრიტი
  11. უხეირო პოზა
  12. რეუმატოიდული ართრიტი
  13. მუცელზე დაძინება. ძალიან ცოტა ან ძალიან ბევრი ბალიშით დაძინება
  14. სპინალური სტენოზი
  15. მოჭერითი ხასიათის თავის ტკივილი
  16. საფეთქელი-ქვედა ყბის სახსრის დაავადებები
  17. უბედური შემთხვევით ან სიმაღლიდან ჩამოვარდნით გამოწვეული ტრავმა
  18. კისრის სწრაფი გამოძრავებისას მიღებული ტრავმა

როდის მივმართოთ ექიმს

კისრის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია კუნთის დაჭიმვით ან დაძაბვით ძირითადად თავისით გაივლის რამოდენიმე დღეში. დისკომფორტის შესამსუბუქებლად გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • ყინვა ან სიცხე. მტკივნეულ ადგილას დაიდეთ ყინულის გროვა ან გაყინული ბარდით სავსე ჩანთა დღეში 3ჯერ ან მეტჯერ 15 წუთის განმავლობაში. ცხელ შხაპს შეუძლია მოადუნოს დაჭიმული კუნთი
  • გაწელვა. ნაზად ამოძრავეთ თქვენი თავი მარცხნიდან მარჯნვივ და ზევიდან ქვემოთ.
  • მასაჟი. მტკივნეული ადგილების დაზელვა კისრის არეში შეიძლება სასარგებლო იყოს სიმტპომის შესამსუბუქებლად
  • სწორი პოზა. ივარჯიშეთ სწორი პოზის მიღებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გიწევთ მთელი დღე კომპიუტერთან მუშაობა. გაიმართეთ წელში და შეეცადეთ, რომ თქვენი კომპიუტერის მონიტორის მდებარეობა შეესაბამებოდეს თვალის მდებარეობის დონეს

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან
მიმართეთ ექიმს თუ:

  • სახლის პირობებში მიღებული ზომების შემდეგ კისრის ტკივილი მაინც ძლიერდება
  • კისრის ტკივილი სახლის პირობებში მკურნალობის შემდეგ გრძელდება რამოდენიმე კვირაძე მეტ ხანს
  • კისრის ტკივილი გადაეცემა მკლავებს ან ფეხებს
  • თქვენ ნებაყოფლობით ვეღარ აკონტროლებთ შარდვას და დეფეკაციას.

დაუყოვნებლივ მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება
დარეკეთ 112-ში ან სთხოვეთ ახლო მყოფს მიგიყვანოთ სასწრაფო დახმარების დაწესებულებაში თუ თქვენ გაქვთ კისრის ტკივილი და სიმპტომი დაკავშირებულია:

  • ტარვმულ დაზიანებასთან. მაგალითად საგზაო შემთხვევის დროს, ყვინთვისას ან სიმაღლიდან დაცემისას
  • კუნთების სისუსტე. სისუსტე მკლავებში, ფეხებში, ან სიარულის გაძნელება შესაძლოა უფრო სერიოზულ დაავადებაზე მიუთითებდეს
  • მაღალი სიცხე. თუ თქვენ გაქვთ კისრის ძლიერი ტკივილი მაღალი სიცხით. თუ თქვენ გაქვთ მენინგიტი – თავის და ზურგის ტვინის დამცავი გარსის ანთება