კოჭის ტკივილი

სიმპტომის აღწერა

კოჭი არის ძვლების, იოგების, მყესებისა და კუნთების კომპლექსური ერთიანობა, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ სხეულის მთელ წონას უძლებს. მიუხედავად ამისა, კოჭი ხშირად ზიანდება და მტკივნეულია სხვადასხვა ტიპის ტრავმის დროს.

კოჭის ტკივილი შესაძლოა მის შიდა მხარეს, გარე მხარეს ან აქილევსის მყესის გასწვრივ ვრცელდებოდეს. ეს მყესი ქვედა კიდურის კუნთებს აერთებს ქუსლის ძვალთან. კოჭის მსუბუქი ტკივილი ძირითადად სახლის პირობებში მკურნალობითაც გაივლის, თუმცა ამ პროცესს დრო სჭირდება. კოჭის ძლიერი ტკივილი ექიმის ყურადღებას მოითხოვს, განსაკუთრებით ტრავმის შემთხვევაში.

გამომწვევი მიზეზი

კოჭის ნებისმიერი ძვლის, კუნთის, იოგის ან მყესის დაზიანება იწვევს მის ტკივილს. ძალიან ხშირი მიზეზი ძლიერი დაჭიმვაა, როცა კოჭის სახსარი ზედმეტად გადაიხრება ან ფეხი გადაბრუნდება. ასეთ ტრავმას შესაძლოა კოჭის მყესების დაჭიმვა და გახევაც კი მოყვეს. ეს დაზიანება შესაძლოა სპორტული აქტივობების დროს მოხდეს, ან ჩვეულებრივ, უსწორმასწორო ზედაპირზე სიარულისას.

კოჭის ტკივილის გამომწვევ მიზეზებს მიეკუთვნება:

  1. აქილევსის ტენდინიტი
  2. აქილევსის მყესის რუპტურა (გახევა)
  3. ძვლის ფრაგმენტისებრი მოტეხილობა
  4. ძვლოვანი გამონაზარდი
  5. კოჭის/ფეხის მოტეხილობა
  6. ბურსიტი
  7. ნეკრისის ქარი (პოდაგრა)
  8. ოსტეოართრიტი
  9. ფსევდო–ნიკრისის ქარი (პოდაგრა)
  10. რეაქტიული ართრიტი
  11. რეუმატოიდული ართრიტი
  12. სეპტიური ართრიტი
  13. ღრძობა
  14. დაჭიმვა ან დაძაბვა
  15. დატვირთვის მოტეხილობა
  16. ტარსალ ტუნელის (გვირაბის) სინდრომი

როდის მივმართოთ ექიმს

შედარებით მსუბუქი ტრავმაც კი შეიძლება ტკივილის მიზეზი გახდეს, დასაწყისში მაინც. ამიტომ, მნიშვნელოვანია სახლის პირობებში მკურნალობა.

მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ:

  • გაქვთ ძლიერი ტკივილი და შეშუპება
  • გაქვთ ღია ჭრილობა ან მძიმე დეფორმაცია
  • გაქვთ ინფექციის ნიშნები, როგორიცაა სიწითლე, სითბო და ტკივილი დაზიანებულ არეში, სიცხე (37,8 C და მეტი)
  • ვერ ეხებით თქვენს ტერფებს ვერანაირი სიმძიმით

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ:

  • შეშუპება, რომელიც არ რჩება 2–5 დღის შემდეგ
  • ტკივილი, რომელიც არ რჩება რამდენიმე კვირაა

მკურნალობა სახლის პირობებში:
კოჭის მრავალი დაზიანების დროს, სახლის პირობებში მკურნალობა შესაძლოა საკმარისი იყოს.მაგალითად:

  • დაისვენეთ. არ დაატანოთ ძალა თქვენს ტერფს.
  • დაიდეთ ყინული. კოჭზე დაიდეთ ყინულის შეკვრა ან გაყინული ბოსტნეულის ან ხილის შეკვრა 15–20 წუთით, სამჯერ დღეში.
  • შეიხვიეთ კოჭი. გამოიყენეთ ბანდაჟი შეშუპების შესამცირებლად.
  • აწიეთ ტერფი მაღლა შეშუპების შესამცირებლად.
  • გამოიყენეთ ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა იბუპროფენი, ნაპროქსენი.

სწორი მკურნალობის მიუხედავად, შესაძლოა დაგრჩეთ ცოტა შეშუპება, გაშეშება ან ტკივილი, განსაკუთრებით დილაობით, რამდენიმე კვირის განმავლობაში.