კუნტების ტკივილი

სიმპტომის აღწერა

სიცოცხლეში თითოეულ ადამიანს ერთხელ მაინც აწუხებს კუნთის ტკივილი. კუნთის ტკივილი (მიალგია) სეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ასევე აუტანელი. ზოგჯერ სიმპტომი რამოდენიმე დღე გრძელდება, ხანდახან კი შესაძლოა ტკივილი თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს. კუნთის ტკივილი სხეულის ნებისმიერ არეში შეიძლება დაიწყოს, მაგალითად კისერში, ზურგზე, ფეხებზე და ხელებზეც კი.

გამომწვევი მიზეზი

ამ სიმპტომსი ყველაზე ხშირი მიზეზი არის დაჭიმვა, გადაღლა, და მცირე დაზიანებები. ამ ტიპის ტკივილი ძირითადად გვხვდება კონკრეტულ არეში და მოიცავს მხოლოდ ერთ ან რამოდენიმე კუნთს. სისტემური კუნთის ტკივილი, რომელიც შეიძლება აღიქმებოდეს მთელი სხეულიდან, განსხვავებულია. ამ ტიპის ტკივილის მიზეზი ხშირად არის ინფექცია, რაიმე დაავადება ან წამლის გვერდითი ეფექტი.

კუნთის ტკივილის ძირითადი მიზეზები:

  1. ხანგრძლივი განმეორებითი ვარჯიშების სინდრომი
  2. ქრონიკული გადაღლილობის სინდრომი
  3. კოჭლობა
  4. კუნთის გვიანი ტკივილი
  5. დერმატომიოზიტი
  6. დისტონია
  7. ფიბრომიალგია
  8. ჰიპოთიროიდიზმი (თიროიდის დაავადება)
  9. გრიპი
  10. მგლურა
  11. ლაიმის დაავადება
  12. წამლები, განსაკუთრებით სტატინები
  13. კუნთების კრუნჩხვა
  14. კუნთის დაჭიმვა ან გახევა
  15. მიოფასციალური ტკივილის სინდრომი
  16. პოლიმიალგია რევმატიკა
  17. პოლიმიოზიტი
  18. პორფირია
  19. პოლიოს შემდგომი სინდრომი
  20. განმეორებითი დაჭიმულობით გამოწვეული დაზიანება
  21. რაბდომიოლიზი, სიცოცხლისთვის საშიში დაავადება, რომლის დროსაც კუნთოვანი ბოჭკოები იშლება და გადადის სისხლის მიმოქცევაში. ზოგჯერ ეს დაავადება სტატინების გვერდითი ეფექტის სახით გამოვლინდება
  22. რეუმატოიდული ართრიტი
  23. რიკეთსიის ბაქტერიით ინფექცია
  24. დაჭიმვა ან დაძაბვა
  25. სტაფილოკოკური ინფექციები
  26. ვირუსული ინფექციები

როდის მივმართოთ ექიმს

გადაღლილობისგან ან მცირე ტრავმისგან გამოწვეული ტკივილის მოშუშება სახლის პირობებში მარტივია. მძიმე ტრავმებით ან სისტემურ იდაავადებებით გამოწვეული ტკივილი კი სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.
 
აუცილებლად მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ კუნთების ტკივილს თან ახლავს:

  • სუნთქვის გართულება ან თავბრუსხვევა
  • ძლიერი კუნთების სისუსტე
  • მაღალი სიცხე ან გაშეშებული კისერი
დაგეგმეთ ექიმთან შეხვედრა, თუ:

  • გიკბინათ ტკიპამ ან გაქვთ გამონაყარი
  • თქვენ ვარჯიშის დროს გტკივდებათ კუნთები, განსაკუთრებით კი წვივის არეში და ტკივილი იხსნება მოსვენების პერიოდში.
  • აღინიშნება ინფექციის ნიშნები, როგორიცაა სიწითლე და შეშუპება მტკივანი კუნთის გარშემო
  • კუნთის ტკივილი გეწყებათ ზოგიერთი წამლის მიღების ან დოზის გაზრდის შედეგად. ასეთი წამალი შეიძლება იყოს სტატინი, რომელიც გამოიყენება სისხლში ქოლესტეროლის დასარეგულირებლად
  • კუნთის ტკივილი, რომელიც კვირაზე მეტ ხანს გრძელდება
სახლის პირობებში:

  • ვარჯიშის ან ფიზიკური დატვირთვის დროს დაწყებული ტკივილი ხშირად დაჭიმულ კუნთზე მიუთითებს. ამ ტიპის დაზიანებები კარგად რეაგირებენ R.I.C.E.-ის (დასვენება, ყინული, კომპრესია, ელევაცია) თერაპიაზე:
  • დასვენება. შეიკავეთ თავი ყოველდღიური, ნორმალური ფიზიკური დატვირთვისგან
  • ყინული. დღეში სამჯერ, 15-20 წუთის განმავლობაში მტკივნეულ ადგილას დაიდეთ ყინულების შეკვრა ან გაყინული ბარდით სავსე ჩანთა.
  • კომპრესია. ბინტით შეახვიეთ მტკივნეული ადგილი, რათა შეამციროთ შეშუპება
  • ელევაცია. ასწიეთ ფეხები მაღლა რათა შემცირდეს შეშუპება