ლიმფოციტოზი (სისხლში ლიმფოციტების მაღალი შემცველობა)
სიმპტომის აღწერა
ლიმფოციტოზი, ანუ სისხლში ლიმფოციტების მაღალი შემცველობა გულისხმობს სისხლის თეთრი უჯრედების – ლიმფოციტების ნორმალურზე მეტ რაოდენობას. ლიმფოციტი იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია.ისინი ებრძვიან დაავადებებს, ამიტომაც ინფექციის შემდგომ სისხლში მათი რაოდენობის ზრდა ბუნებრივია
3,000-ზე მეტი ლიმფოციტი სისხლში 1 მიკროლიტრზე ზრდასრულებში ლიმფოციტოზად ითვლება. ბავშვები ლიმფოციტოზისთვის დაწესებული ზღვარი ასაკის და სქესის მიხედვით სხვადასხვანაირია, თუმცა ლიმფოციტების რაოდენობამ ბავშვებში შეიძლება 7000-დან 9000-მდე მიაღწიოს. ლიმფოციტოზისთვის დაწესებული ზღვარი სხვადასხვა ლაბორატორიაში განსხვავებულია.
გამომწვევი მიზეზი
თქვენ შესაძლოა არ გქონდეთ ბევრი სიმპტომი, თუმცა სისხლში აღმოგაჩნდეთ ნორმალურზე მეტი რაოდენობის ლიმფოციტი. ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, სიმპტომი ინფექციის შემდგომი ბუნებრივი პროცესია თუ რაიმე უფრო სერიოზული დაავადება, როგორიცაა სისხლის კიბო ან ქრონიკული ინფექცია. იმისათვის, რათა ჩაითვალოს, რომ ლიმფოციტების რაოდენობა სისხლში საგრძნობლად ბევრია, ექიმმა შესაძლოა დამატებითი ტესტები დანიშნოს.
იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ლიმფოციტოზის დიაგნოზს დასვამს, სიმპტომის მიზეზები შეიძლება იყოს შემდეგი:
- ინფექცია (ბაქტერიული, ვირუსული, სხვა)
- სისხლის ან ლიმფური სისტემის კიბო
- ავტოიმუნური დაავადება რომელიც იწვევს მუდმივ (ქრონიკულ) ანთებას
ლიმფოციტოზის სხვა მიზეზები:
- მწვავე ლიმფოციტური ლეიკემია
- ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია
- ციტომეგალოვირუსი
- აივ/შიდსი
- მონონუკლეოზი
- მრავლობითი მიელომა
- სხვა ვირუსული ინფექციები
- ტუბერკულოზი
- ვასკულიტები
- ყივანახველა
როდის მივმართოთ ექიმს
ლიმფოციტოზის დიაგნოზი ძირითადად მაშინ ისმება, როდესაც ექიმი უკვე არსებულ, სხვა დაავადებას ეძებს. სისხლში ლიმფოციტების მაღალი შმეცველობის ნახვა იშვიათადაა მოულოდნელი ან შემთხვევითი. მოუყევით ექიმს თქვენი მონაცემების შესახებ. ლიმფოციტების რაოდენობა და სხვა ტესტები ერთად შესაძლოა რაიმე კონკრეტულ დაავადებაზე მიუთითებდეს, თუმცა ექიმი ზოგჯერ დამატებით ტესტებს ითხოვს.