მგრძნობელობის დაკარგვა (დაბუჟება)

სიმპტომის აღწერა

დაბუჟება ხასიათდება სხეულის ნაწილში შეგრძნებების დაკარგვით. დაბუჟებას ხშირად თან ერთვის სხვა მგრძნობელობითი ცვლილებები, როგორებიცაა ჩხვლეტის ან წვის შეგრძნებები. დაბუჟება შეიძლება განვითარდეს ერთი ნერვის გაყოლებაზე ან სხეულის ორივე მხარესსიმეტრიულად.

გამომწვევი მიზეზი

დაბუჟებას ძირითადად იწვევს რამდენიმე ნერვის ან ერთი ნერვის ტოტის დაზიანება, გაღიზიანება ან მიჭყლეტა, ყველაზე ხშირად სხეულის პერიფერიაზე. დაავადებები, რომლებიც აზიანებენ პერიფერიულ ნერვებს, მაგ. შაქრიანი დიაბეტი, აგრეთვა იწვევენ დაბუჟებას. იშვიათად, დაბუჟება შეიძლება გამოიწვიოს პრობლემებმა ტვინში და ზურგვის ტვინში.

საბედნიეროდ, ცალკე დაბუჟება იშვიათადაა დაკავშირებული ისეთ სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებთან, როგორებიცაა ინფარქტი და სიმსივნეები.

თქვენს ექიმს დასჭირდება დეტალური ინფორმაცია თქვენს სიმპტომებზე რათა შეძლოს დიაგნოზის დასმა. მიზეზის დასადგენად მრავალი ტესტის ჩატარება შეიძლება გახდეს საჭირო და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

  1. აკუსტიკური ნევრომა
  2. ალკოჰოლიზმი ან ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარება
  3. ამილოიდოზი
  4. მხრის ნერვთა წნულის დაზიანება
  5. ტვინის ანევრიზმა
  6. ტვინის ავმ (არტერიოვენური მალფორმაცია, პათოლოგიური კავშირები თავის ტვინის სისხლძარღვებს შორის)
  7. (სიმსივნური და არასიმსივნური)
  8. კარპალ ტუნელის სინდრომი
  9. შარკო-მარი-ტუტის დაავადება
  10. დიაბეტი
  11. ფაბრის დაავადება
  12. გილენ-ბარის სინდრომი
  13. დისკის თიაქარი
  14. კეთრი
  15. ლაიმის დაავადება
  16. მრავლობითი სკლეროზი
  17. ნერვული სისტემის პარანეოპლასტური სინდრომები
  18. პერიფერიული ნერვების კომპრესია
  19. პერიფერიული ნეიროპათია
  20. რეინოს დაავადება
  21. სირსველი
  22. ქიმიოთერაპიის ან ანტირეტროვირუსული თერაპიის გვერდითი ეფექტები
  23. შოგრენის სინდრომი
  24. ზურგის ტვინის დაზინაება
  25. სიფილისი
  26. გულმკერდის აორტის ანევრიზმა
  27. გარდამავალი იშემიური შეტევა
  28. ურემია
  29. ვასკულიტები (სისხლძარღვის ანთება)
  30. B-12 ვიტამინის დეფიციტი

როდის მივმართოთ ექიმს

დაბუჟებას შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს. უმეტესი უვნებელია, თუმცა ზოგი შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

დარეკეთ სასწრაფოში ან მიდით სასწრაფო დახმარების პუნქტში, თუ დაბუჟება

  • განვითარდა უეცრად
  • გაჩნდა ახლახან მიღებული თავის ტრავმის შემდეგ
  • მოიცავს მთელ მკლავს ან ფეხს

აგრეთვე მოითხოვეთ დახმარება, თუ დაბუჟებას თან ახლავს:

  • სისუსტე ან პარალიზი
  • დაბნეულობა
  • ლაპარაკის გართულება
  • თავბრუსხვევა
  • უეცარი, მწვავე თავის ტკივილი

დიდი ალბათობით გაგიკეთდებათ კტ ან მრტ, თუ

  • მიღებული გაქვთ თავის ტრავმა
  • ექიმს ეჭვი აქვს ან სჭირდება ტვინის კიბოს და ინსულტის გამორიცხვა.

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ დაბუჟება:

  • ნელნელა იწყება ან უარესდება
  • მოიცავს სხეულის ორივე მხარეს
  • ჩნდება და ქრება
  • დაკავშირებულია გარკვეულ მოძრაობებთან და საქმიანობასთან, განსაკუთრებით განმეორებით მოძრაობებთან
  • მოიცავს კიდურის მხოლოდ ნაწილს, მაგალითად ფეხის ან ხელის თითებს.