მომატებული ღვიძლის ფერმენტები

სიმპტომის აღწერა

ღვიძლის ფერმენტების მომატება შესაძლოა ღვიძლის უჯრედების ანთებაზე ან დაზიანებაზე მიანიშნებდეს. დაზიანებული უჯრედებიდან გარკვეული ქიმიური მოლეკულები (მათ შორის ფერმენტებიც) საშუალოზე მეტი რაოდენობით “გამოჟონავს”, რის გამოც მათი კონცენტრაცია სისხლში იმატებს.

ღვიძლის ორი სპეციფიკური ფერმენტია:

  • ალანინ ტრანსამინაზა ALT
  • ასპარტატ ტრანსამინაზა AST

ღვიძლის ფერმენტების მომატება შეიძლება შემთხვევით შენიშნოთ სისხლის ანალიზში. ძირითადად, ფერმენტები მხოლოდ საშუალოდ და დროებითაა მომატებული და არ მიანიშნებს ქრონიკულ, მძიმე პრობლემაზე.

გამომწვევი მიზეზი

ფერმენტების მომატებას მრავალი დაავადება და მდგომარეობა იწვევს.თქვენი ექიმი დაადგენს ზუსტ მიზეზს, განიხილავს მიღებულ მედიკამენტებს, სიმპტომებს, ნიშნებს და ზოგჯერ დანიშნავს სხვა ტესტებსა და პროცედურებს.

ღვიძლის ფერმენტების მომატების ხშირი გამომწვევი მიზეზებია:

  1. მედიკამენტები, მაგალითად ქოლესტერინის საკონტროლოდ
  2. ალკოჰოლის მიღება
  3. გულის უკმარისობა
  4. A ჰეპატიტი
  5. B ჰეპატიტი
  6. C ჰეპატიტი
  7. ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება
  8. ჭარბწონიანობა
  9. ტკივილგამაყუჩებლები, მაგ.:აცეტამინოფენი

ფერმენტების მომატების სხვა მიზეზებია:

  1. ალკოჰოლური ჰეპატიტი (ღვიძლის ანთებას იწვევს ალკოჰოლის მიღება)
  2. აუტოიმუნური ჰეპატიტი
  3. ცელიაკის დაავადება (წვრილი ნაწლავის დაზიანება გლუტენის გამო)
  4. ციროზი (ღვიძლის დანაწიბურება)
  5. ციტომეგალოვირუსი
  6. დერმატომიოზიტი (ანთებითი დაავადება, იწვევს კუნთების სისუსტესა და გამონაყარს კანზე)
  7. ეფშტეინ–ბარის ვირუსი
  8. ნაღვლის ბუშტის ანთება (ქოლეცისტიტი)
  9. ინფარქტი
  10. ჰემოქრომატოზი (ზედმეტი რკინის დაგროვება სხეულში)
  11. ჰიპოთიროიდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია)
  12. ღვიძლის სიმსივნე
  13. მონონუკლეოზი
  14. კუნთოვანი დისტროფია (მემკვიდრეობითი დაავადება, იწვევს პროგრესიულ სისუსტეს კუნთებში)
  15. პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება)
  16. პოლიმიოზიტი (ანთებითი დაავადება, იწვევს სისუსტეს კუნთებში)
  17. ტოქსიური ჰეპატიტი (მედიკამენტებით ან ტოქსინებით გამოწვეული ღვიძლის ანთება)

როდის მივმართოთ ექიმს

თუ აღმოგაჩნდათ ღვიძლის ფერმენტების მომატებული კონცენტრაცია, კითხეთ ექიმს, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს.ექიმი ალბათ დაგინიშნავთ სხვა ტესტებს ან პროცედურებს, რათა გამოვლინდეს ამ სიმპტომის ზუსტი მიზეზი.