"მშრალი" ორგაზმი

სიმპტომის აღწერა

მამაკაცებში “მშრალი” ორგაზმი ხასიათდება როგორც სქესობრივად აქტიური პერიოდის დროს ეაკულატის არარსებობა ან ძალიან მცირე ოდენობით სპერმის გამოყოფა. სპერმა სქელი, თეთრი სითხეა, რომელსაც გადააქვს სპერმატოზოიდები.

“მშრალი” ორგაზმი ძირითადად უმნიშვნელო სიმპტომია, თუმცა ქმნის შვილოსნობის პრობლემებს. დროთა განმავლობაში პაციენტი ეჩვევა ამ სიმპტომს და ნორმალურად აფასებს.

გამომწვევი მიზეზი

“მშრალი” ორგაზმი შესაძლოა ქირურგიული ჩარევების გამო განვითარდეს, მაგალითად წინამდებარე (პროსტატის) ჯირკვლის და მის გარშემო მდებარე ლიმფური კვანძების ამოკვეთის ან შარდის ბუშტის ამოკვეთის შემდგომ. ამ პროცედურების შემდეგ მამაკაცი ვეღარ წარმოქმნის სპერმას.

ზოგჯერ სპერმა წარმოიქმნება, მაგრამ პენისის ნაცვლად შარდის ბუშტში გადის. ამ პროცესს რეტროგრადული ეაკულაცია ეწოდება და ძირითადად ქირურგიული პროცედურების, მაგალითად წინამდებარე ჯირკვლის ოპერაციების შედეგია. რეტროგრადულ ეაკულაციას სხვა დაავადებები და მედიკამენტებიც იწვევენ.

“მშრალი” ორგაზმი შესაძლოა რეპროდუქციული სისტემის გენეტიკური დარღვევების ფონზე განვითარდეს, როდესაც მამაკაცი ვერ წარმოქმნის საკმარის სპერმას ეაკულაციის დროს.

განმეორებითი ორგაზმი (რამდენიმე ორგაზმი მიყოლებით) ამოწურავს სპერმის მარაგს, ამიტომ “მშრალი” ორგაზმი ამ დროს ნორმალურია. ასეთ შემთხვევაში, სიმპტომი რამდენიმე საათის შემდეგ გაივლის.

“მშრალი ორგაზმის” სხვა გამომწვევი მიზეზებია:

  1. ცისტექტომია (შარდის ბუშტის ამოკვეთა)
  2. სპერმის სადინრის ბლოკირება (ობსტრუქცია)
  3. არტერიული წნევის მარეგულირებელი წამლები, წინამდებარე ჯირკვლის გადიდების სამკურნალო პრეპარატები და ფსიქიატრიული მედიკამენტები
  4. დიაბეტი
  5. რეპროდუქციული სისტემის გენეტიკური დარღვევები
  6. მამაკაცის ჰიპოგონადიზმი (ტესტოსტერონის დეფიციტი)
  7. მრავლობითი სკლეროზი
  8. წინამდებარე ჯირკვლის ამოკვეთა
  9. წინამდებარე ჯირკვლის ამოკვეთა
  10. წინამდებარე ჯირკვლის ლაზერული ქირურგია
  11. სხივური თერაპია
  12. რეტროგრადული ეაკულაცია
  13. ზურგის ტვინის დაზინაება
  14. წინამდებარე ჯირკვლის ტრანსურეთრული ჩაჭრა
  15. ტრანსურეთრული მიკროტალღური თერაპია
  16. წინამდებარე ჯირკვლის ტრანსურეთრული რეზექცია

როდის მივმართოთ ექიმს

ძირითად შემთხვევებში, “მშრალი” ორგაზმი მავნებელი არ არის, თუმცა მიმართეთ ექიმს, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს სიმპტომი რაიმე დარღვევას არ უკავშირდება.თუ გაქვთ “მშრალი” ორგაზმი და გსურთ შვილის ყოლა, დაგჭირდებათ შესაბამისი მკურნალობა.