მუხლების ტკივილი

სიმპტომის აღწერა

მუხლის სახსარში ან მის გარშემო არსებულ ტკივილს მუხლის ტკივილი ეწოდება. მუხლის ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს თვითონ სახსართან ან რაიმე სხვა კონდიციასთან რაც აზიანებს რბილ ქსოვილებს – იოგებს, მყესებს, აბგებს.

მუხლის ტკივილი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. ზოგიერთ შემთხვევაში მუხლის ტკივილი საკმაოდ მსუბუქია, მაგრამ ხანდახან ეს სიმპტომი იმდენად ძლიერია, რომ ყოველდღიურ ნორმალურ ცხოვრებას შეუძლებელს ხდის.

გამომწვევი მიზეზი

მუხლის ტკივილის მიზეზები:

  1. წინა ჯვარედინა იოგის დაზიანება
  2. ავასკულური ნეკროზი
  3. ბეიკერის ცისტა
  4. მოტეხილი ფეხი
  5. ქონდრომალაცია პატელა
  6. კოლატერალური იოგის დაზიანება
  7. დისლოკაცია
  8. ფიბრომიალგია
  9. ნეკრისის ქარი (პოდაგრა)
  10. საკმარისზე მეტად გაშლილი მუხლი
  11. მუხლის ბურსიტი
  12. მუხლის აბგის ანთბა
  13. მედიალური კოლატერალური იოგის დაზიანება
  14. მენისკის ცისტა
  15. ოზგუდ-შლატერის დაავადება
  16. ოსტეოართრიტი
  17. დისექციური ოსტეოქონდრიტი
  18. კვირისტავის მყესის ანთება
  19. ფეხის ლატერალური ნაწილის ტენოსინოვიტი
  20. უკანა ჯვარედინი იოგის დაზიანება
  21. ფსევდო–ნიკრისის ქარი (პოდაგრა)
  22. გადაცემული ტკივილი ბარძაყის არიდან
  23. რეუმატოიდული ართრიტი
  24. სეპტიური ართრიტი
  25. რბილი ქსოვილის სარკომა
  26. დაჭიმვა ან დაძაბვა
  27. ტენდინიტი
  28. მყესის ანთება
  29. გახეული მენისკი
  30. Swollen knee

როდის მივმართოთ ექიმს

ტკივილი, რომელიც იწყება ნელ-ნელა, ან გამოწვეულია ჩვეულებრივზე მეტი დატვირთვის გამო, შეიძლება გაკონტროლდეს სახლის პირობებში. როდესაც მუხლის ტკივილი გამოწვეულია მცირე ტრავმით, თავისუფლად შესაძლებელია სიმპტომზე დაკვირვება 1-2 დღის განმავლობაში, რათა გავიგოთ შეგვიძლია თუ არა ტკივილის მკურნალობა სახლის პირობებში.

ართრიტით გამოწვეული მუხლის ხანგრძლივი ტკივილის შესამსუბუქებლად საჭიროა წონაში კლება და ვარჯიში მუხლის გარშემო არსებული კუნთების გასამაგრებლად. სახლის პირობებში გასათვალისწინებელი სხვა რჩევები:

  • დასვენება. თავიდან აირიდეთ დაძაბული ან ტკივილის გამამწვავებელი საქმიანობა, მაგრამ იყავით აქტიურები. შეეცადეთ ისეთ აქტივობებში მიიღოთ მონაწილეობა, რაც ნაკლებ დისკომფორტს იწვევს – სირბილის მაგივრად ცურვა, ჩოგბურთის მაგივრად ველოსიპედი. მწვავე დაზიანებების დროს შესაძლოა საჭიროს გახდეს წოლითი რეჟიმი ან ყავარჯნების ტარება.
  • ყინული. დაიდეთ ყინული მუხლზე დღეში რამოდენიმეჯერ 15-20 წუთის განმავლობაში. გამოიყენეთ ყინულის ნატეხები ან პირსახოცში გახვეული გაყინული ბოსტნეული.
  • კომპრესია. შემოიხვიეთ ელასტიური სახვევი მუხლის გარშემო რათა არეგულიროთ შესიება. შეეცადეთ სახვევი მუხლს ეკვრებოდეს მჭიდროდ, მაგრამ არა მტკივნეულად
  • ელევაცია. დაწექით და მუხლის ქვეშ ამოიდეთ ბალიშები. ეს დაგეხმარებათ ტკივილის და შესიების მოშუშებაში.
  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა წამლებმა შესაძლოა შეამსუბუქოს ტკივილი, მოაშუშოს შესიება და ანთება. ასეთი წამლებია იბუპროფენი (ადვილი(წამლის სახელი), მოტრინ IB და სხვბი), ნატრიუმის ნაპროქსენი (ალევი). ზოგიერთ შემთხვევაში ეს მედიკამენტები იწვევენ კუჭის გაღიზიანებას

დაგეგმეთ შეხვედრა ექიმთან
დაგეგმეთ შეხვედრა ექიმთან, თუ თქვენი მუხლის ტკივილი გამოწვეულია მძლავრი ფაქტორით და თან ახლავს:

  • თვალსაჩინო შესიება
  • სიწითლე
  • მტკივნეული შესიება და სითბო სახსრის გარშემო
  • მძიმე ტკივილი
  • სიცხე

თუ თქვენ გქონდათ მუხლის მსუბუქი ტკივილი, დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან იმ შემთხვევაში თუ ეს სიმპტომი გაძლიერდა და ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში ან დაძინებაში.

სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება
სთხოვეთ ვინმეს წაგიყვანოთ სამედიცინო დაწესებულების საგანგებო განყოფილებაში თუ ტკივილი გამოწვეულია ტრავმით და თან ახლავს:

  • სახსარი არის დეფორმირებული
  • ამოვარდნის ხმა მუხლის ტრავმის მომენტში
  • სახრის მოძრაობის სრული შეზგუდვა
  • ინტენსიური ტკივილი
  • უცაბედი შესიება