მწვანე განავალი

სიმპტომის აღწერა

მწვანე განავალი–როდესაც ფეკალიები მომწვანო ფერისაა, ძირითადად გარკვეული საკვებითაა განპირობებული, მაგალითად ისპანახით.მწვანე განავალს მედიკამენტები და რკინის შემცველი პრეპარატებიც იწვევენ.

ახალშობილებს ნორმაში აქვთ მწვანე განავალი–მეკონიუმი, ხოლო ჩვილებში ხშირად გვხვდება მოყვითალო–მომწვანო ფეკალიები. უფროს ბავშვებში და მოზრდილებში მწვანე განავალი იშვიათია და ძირითადად არ წარმოადგენს კლინიკურ პრობლემას.

გამომწვევი მიზეზი

  • მწვანე ბოსტნეულის მიღება, მაგ.:ისპანახი
  • საკვებში შემავალი საღებავები
  • ძლიერი დიარეა
  • ახალშობილებში, ცალ მხარეს მკერდის ჯირკვალში არსებული რძის არასრული წოვა, რის შედეგადაც აკლდებათ ცხიმის შემცველი რძე და ექმნებათ მონელების პრობლემა
  • ცილის ფორმულა (ახალშობილებისათვის, რომლებსაც აქვთ რძის ან სოიოს პროდუქტებზე ალერგია)
  • ნორმალური ნაწლავური ბაქტერიების ნაკლებობა ახალშობილებში ძუძუთი კვების დროს
  • ინდომეტაცინი–ანტიანთებითი მედიკამენტი
  • რკინის შემცველი პრეპარატები
  • მედროქსიპროგესტერონი–კონტრაცეფციული მედიკამენტი

როდის მივმართოთ ექიმს

დაუკავშირდით ექიმს თუ თქვენს ბავშვს აქვს მწვანე განავალი რამდენიმე დღეზეა მეტხანს. მწვანე განავალი ხშირად ძლიერი ფაღარათის შემდეგ გვხვდება, ამიტომ მიიღეთ სითხე ან დაუკავშირდით ექიმს თუ თქვენს ბავშვს აქვს გაუწყლოების ნიშნები.