პეტექიები

სიმპტომის აღწერა

პეტექიები არის წერტილოვანი, მრგვალი ლაქები, რომლებიც ჩნდება კანზე სისხლდენის შემდეგ. სისხლდენა აძლევს პეტექიებს წითელ, ყავისფერ ან იასამნისფერ შეფერილობას. პეტექიები ხშირად გვხვდება ჯგუფურად და შეიძლება გამონაყარს გავდეს. შეხებისას ისინი ბრტყელებია, დაჭერისას კი ფერს არ კარგავენ. ხანდახან პეტექიები ჩნდება პირისა და ქუთუთოების შიგნითა ზედაპირებზე.

პეტექიები საკმაოდ ხშირად გვხვდება და შეიძლება მიანიშნებდნენ სხვადასხვა სიმძიმის მდგომარეობებზე.

გამომწვევი მიზეზი

უწვრილესი სისხლძარღვები (კაპილარები) ერთმანეთთან აკავშირებენ არტერიებისა და ვენების უწვრილეს ნაწილებს. პეტექიები ჩნდება კაპილარებიდან სისხლდენისას, რომლის დროსაც სისხლი გამოჟონავს კანში. ეს სისხლდენა შეიძლევა მრავალმა ფაქტორმა გამოიწვიოს, მათ შორისაა გახანგრძლივებული დაძაბვა, ზოგიერთი სამედიცინო პრობლემა, ტრავმები და ზოგიერთი წამალი.

  • გახანგრძლივებული დაძაბვა
  • გარკვეული სამედიცინო დაავადებები
  • გარკვეული ტიპის დაზიანებები
  • წამლები
  • დაზიანება ან დამწვრობა

გახანგრძლივებული დაძაბვა

პატარა პეტექიები კანზე, კისერსა და მკერდზე შეიძლება გაჩნდეს შემდეგი აქტივობების დროს გახანგრძლივებული დაძაბვის გამო:

  1. ტირილი
  2. ხველაing
  3. ღებინება
  4. მშობიარობა
  5. მძლეოსნობა

გარკვეული მედიკამენტები

პეტექიები შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტებმაც:

  1. ანტიკოაგულანტები (ვარფარინი, ჰეპარინი)
  2. ატროპინი
  3. კარბამაზეპინი
  4. ქლორალ ჰიდრატი
  5. დეზიპრამინი
  6. ინდომეტაცინი
  7. ნაპროქსენი
  8. ნიტროფურანტოინი
  9. პენიცილინი
  10. ქინინი (ქვალაკინი)

ინფექციური დაავადებები

პეტექიებს იწვევს სოკოვანი, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციებიც. ესენია:

  1. ციტომეგალოვირუსი
  2. ენდოკარდიტი
  3. ჰანტავირუსული ფილტვების სინდრომი
  4. მენინგოკოკცემია
  5. მონონუკლეოზი
  6. რიკეთსიის ბაქტერიით ინფექცია
  7. ქუნთრუშა
  8. სეფსისი
  9. სტრეპტოკოკალური ყელის ინფექცია
  10. ვირუსული ჰემორაგიული ცხელება

სხვა სამედიცინო პათოლოგიები:

ბევრ არა-ინფექციურ სამედიცინო პათოლოგიას შეუძლია გამოიწვიოს პეტექიები. ესენია:

  1. ვასკულიტები
  2. თრომბოციტოპენია (თრომბოციტების დაბალი კონცენტრაცია)
  3. ლეიკემია
  4. სურავანდი (C ვიტამინის დეფიციტი)
  5. K ვიტამინის დეფიციტი

ტრავმები ან მზის დამწვრობა

ბავშვებზე ძალადობამ, როგორიცაა დახრჩობის ან გაგუდვის მცდელობა, შეიძლება გამოიწვიოს პეტექიების გაჩენა სახეზე და თვალებზე. კბენას და წკეპლას აგრეთვე შეუძლია გამოიწვიოს პეტექიების გამოჩენა. შეჯახებით ტრავმებს, როგორიცაა მანქანის ავარიის შედეგად, აგრეთვე შეუძლიათ გამოიწვიონ პეტექიების გაჩენა სახეზე, ყელზე და გულმკერდზე. მზის მწვავე დამწვრობის დროს შეიძლება გაჩნდეს პეტექიები.

როდის მივმართოთ ექიმს

დაუყოვნებლივ ეწვიეთ ექიმს, თუ თქვენს ბავშვს განუვითარდება უმიზეზო ან გავრცობილი პეტექიები. მნიშვნელოვანია მიზეზის გარკვევა, რამეთუ შეიძლება სერიოზულ ფარულად მიმდინარე დაავადებასთან გვქონდეს საქმე.