სათესლე ჯირკვლის ტკივილი

სიმპტომის აღწერა

სათესლე ჯირკვლის ტკივილი შეიძლება განვითარდეს ერთ ან ორივე სათესლე ჯირკვალში. ხანდახან სათესლე ჯირკვლის ტკივილი შეიძლება საზარდულიდან ან მუცლის არიდან გადმოცემითი იყოს. ამ შემთხვევაში ტკივილი შეიძლება შეიგრძნობოდეს ერთ ან ორივე სათესლე ჯირკვალში.

გამომწვევი მიზეზი

სათესლე ჯირკვლის ტკივილს ბევრი შესაძლო გამომწვევი მიზეზი აქვს. სათესლე ჯირკვლების სენსიტიურობის გამო, მცირე ტრავმასასც კი შეუძლია ტკივილის ან დისკომფორტის შეგრძნების გამოწვევა. სათესლე ჯირკვლის ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს თვითონ სათესლე ჯირკვალთან ან მის გარშემო არსებულ სათესლის დაკლაკლინ-მილაკოვან დანამატთან (ეპიდიდიმისი), რომელიც სათესლე ჯირკვლის უკანაა და ამაგრებს მას.

ხანდახან, ტკივილი, რომელიც გვეჩვენება სათესლე ჯირკვლის ტკივილად, შეიძლებოდა გამოწვეული იყოს საზარდულში, მუცელში ან სხვაგან დაწყებული პრობლემით. მაგალითად, თირკმლის კენჭების და ზოგიერთი თიაქრის დროს შეიძლება შეგვხვდეს სათესლე ჯირკვლის ტკივილი. სათესლე ჯირკვლის ტკივილის მიზეზი ყველა შემთხვევაში ვერ დგინდება.

სათესლე ჯირკვლისა და სათესლის არეს ტკივილის გამომწვევი მიზეზებია:

  1. დიაბეტური ნეიროპათია (ნერვების დაზიანება დიაბეტის გამო)
  2. ეპიდიდიმიტი (სათესლე ჯირკვლის ანთება)
  3. განგრენა (კონკრეტულად განგრენის ტიპი, სახელად ფორნიეს განგრენა)
  4. ჰენოხ-შონლაინის პურპურა (სისხლძარღვების ანთება)
  5. ჰიდროცელე (სითხის დაგროვებით გამოწვეული სათესლე პარკისს შეშუპება)
  6. სათესლე ჯირკვლის იდიოპათიური ტკივილი (უცნობი გამომწვევი)
  7. საზარდულის თიაქარი
  8. კენჭები თირკმელში
  9. ყბაყურა
  10. ორქიტი (სათესლე ჯირკვლის ანთება)
  11. რეტრაქილური სათესლე ჯირკვალი (სათესლე ჯირკვალი შედის საზარდულში – გვხვდება ახალგაზრდა ბიჭებში)
  12. მასები სათესლე პარკში
  13. სპერმატოცელე (სითხის დაგროვება სათესლეში)
  14. სათესლეს არეში ტრავმა ან დარტყმა
  15. სათესლის კიბო
  16. სათესლე ჯირკვლის შემოგრეხვა
  17. ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი (კრიპტორქიზმი)
  18. საშარდე გზების ინფექცია
  19. ვარიკოცელე (გაგანიერებული ვენები სათესლე პარკში)
  20. ვაზექტომია

როდის მივმართოთ ექიმს

სწრაფად და მწვავედ განვითარებული სათესლე ჯირკვლის ტკივილი შეიძლება იყოს სათესლე ჯირკვლის შემოგრეხვის ნიშანი. ამ დროს სათესლე ჯირკვალი სწრაფად კარგავს სისხლმომარაგებას. ეს მდგომარეობა სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს რათა არ მოხდეს სათესლე ჯირკვლის დაკარგვა. სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის მამაკაცს, თუმცა იგი უფრო ხშირად გვხვდება ბავშვებში და ახალგაზრდა ბიჭებში.

სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ:

  • დაგეწყოთ უეცარი, მწვავე ტკივილი
  • სათესლე ჯირკვლის ტკივილს თან ერთვის გულისრევა, ცხელება, მაღალი ტემპერატურა ან სისხლი შარდში.

დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი თუ:

  • სათესლე ჯირკვლის სუსტმა ტკივილმა არ გაიარა რამდენიმე დღეში
  • გრძნობთ შესიებას ან ამობურცულობას სათესლე ჯირკვალში ან მის გარშემო

მკურნალობა სახლის პირობებში:

შემდეგი ზომების მიღება დაგეხმარებათ სუსტი ტკივილის შემთხვევაში:

  • მიიღეთ ტკივილგამაყუჩებლები, მაგალითად ასპირინი, იბუპროფენი ან აცეტამინოფენი, თუ თქვენთვის ექიმს არ აუკრძალავს მათი გამოყენება. არასდროს მისცეთ ბავშვს ასპირინი ექიმთან გასაუბრების გარეშე.
  • ეცადეთ სათესლე პარკის პოზიცია ხელს უწყობდეს ტკივილის დასუსტებას. გამოიყენეთ დაკეცილი პირსახოცი წოლის დროს.