შარდმჟავას მაღალი შემცველობა სისხლში
სიმპტომის აღწერა
შარდმჟავას მაღალ შემცველობას სისხლში ჰიპერურიცემია ეწოდება. შარდმჟავა წარმოიქმნება პურინების დაშლის შედეგად. პურინები ბევრი საკვების შემადგენლობაში გვხვდება. წარმოქმნის შემდეგ შარდმჟავა სისხლით თირკმელში მიდის, საიდანაც მისი უმეტესი ნაწილი შარდის სახით გამოიყოფა.
დიდი რაოდენობით შარდმჟავამ სისხლში შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრას შეტევები. თუმცა ამ სიმპტომს პოდაგრა ყოველთვის თან არ ახლავს
გამომწვევი მიზეზი
სისხლში ჭარბი შარდმჟავას შემცველობა შესაძლოა გამოწვეული იყოს დიდი რაოდენობით შარდმჟვას წარმოქმნით ან თირკმლის გამოყოფის ფუნქციის დაქვეითებით
შარდმჟვას მაღალლმა შემცველობამ სისხლში შესაძლოა გამოწვიოს მზარდი სახის ხშირი პოდაგრას შეტევები, თუმცა ეს სიმპტომი ხანდახან არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. შარდმჟავას ჭარბმა რაოდენობამ სისხლში შეიძლება წარმოქმნას თირკმლის კენჭები ან გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა. ამ სიმპტომის მატარებელ ზოგიერთ პაციენტს უვითარდება მაღალი წნევა, თირკმლის ქრონიკული დაავადება, გულის დაავადებები, თუმცა ძნელია იმის დადგენა, არის თუ არა შარდმჟავას მაღალი შემცველობა სისხლში პირდაპირი მიზეზი ამ დაავადებებისა, თუ იგი უბრალოდ ადრეული ნიშანია ამ მდგომარეობებისა.
სისხლში შარდმჟავას მაღალი შემცველობის მიზეზები:
- შარდმდენი წამლები
- ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება
- გენეტიკა (მემკვიდრული მიდრეკილებები)
- ჰიპოთიროიდიზმი (თიროიდის დაავადება)
- იმუნიტეტის დამთრგუნველი წამლები
- ნიაცინი ან ვიტამინი B-3
- ჭარბწონიანობა
- ფსორიაზი
- პურინებით მდიდარი საკვები – ცხოველების შინაგანი ორგანოები, ანჩოუსები, ქაშაყი, ხორცის წვენისგან დამზადებული სოუსები, გამომშრალი ლობიო, გამომშრალი ბარდა, სოკოები და ა.შ.
- თირკმლის უკმარისობა – თირკმლის დაქვეითბული ფუნქცია გაფილტროს ნარჩენი პროდუქტები
- სიმსივნის დაშლის სინდრომი – სისხლის მიმოქცევაში უჯრედების სწრაფი გამოთავისუფლება, რაც შეიძელბა გამოიწვიოს ზოგიერთმა კიბომ ან ქიმიოთერაპიამ ამ კიბოს მიმართ.
ქიმიოთერაპიის ან სხვიური თერაპიის დროს სისხლში შარდმჟავას შემცველობის საკონტროლოდ თქვენ შესაძლოა დაგენიშნოთ მონიტორინგი.
როდის მივმართოთ ექიმს
ექიმი შეამოწმებს თქვენს შარდმჟავას შემცველობას სისხლში და გაარკვევს გქონდათ თუ არა პოდაგრას შეტევა. თუმცა პოდაგრას შეტევა შესაძლოა სისხლში შარდმჟვას ნორმალური შემცველობის პირობებშიც შეგვხვდეს. ხშირად შარდმჟვას მაღალი შემცველობა სისხლში ასიმპტომატურად მიმდინარეობს. სისხლში მომატებული შარდმჟვას აღმოჩენა ხშირად მაშინ ხდება, როდესაც ექიმი არსებული სხვა დაავადების დასადგენად განიხილავს ანალიზებს.
თუ მიიჩნევთ, რომ შარდმჟავას მაღალი შემცველობა თქვენს სისხლში დაკავშირებულია რაიმე წამლის მიღებასთან, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ამ დროს აუცილებელია გაგრძელდეს იმავე წამლის მიღება, სანამ ექიმი თვითონ არ შეგიცვლით მკურნალობას.