სისხლდენა სწორი ნაწლავიდან
სიმპტომის აღწერა
სწორი ნაწლავიდან სისხლდენა მოიცავს ნებისმიერ სისხლს, რომელიც გამოდის ანუსიდან, თუმცა ზოგადად სწორი ნაწლავიდან სისხლდენას როცა ვამბობთ, იგულისხმება სისხლდენა მსხვილი ნაწლავის ბოლოდან ან სწორი ნაწლავიდან. სწორი ნაწლავი შეაგდენს მსხვილი ნაწლავის ბოლო რამდენიმე სანტიმეტრს.
სწორი ნაწლავიდან სისხდენის დროს სისხლი შეიძლება იყოს განავალში, ტუალეტის ქაღალდზე ან ტუალეტზე. სწორი ნაწლავიდან გამოსული სისხლი შეიძლება იყოს ალისფერი, მუქი ყავისფერი ან მუქი კუპრისფერი.
გამომწვევი მიზეზი
სწორი ნაწლავიდან ბევრი მიზეზის გამო შეიძლება მოხდეს. ყველაზე ხშირი მიზეზებია:
- ანალური ნაპრალი (ანუსის არეში კანის გასკდომა)
- ქრონიკული ყაბზობა
- მაგარი განავალი
- ბუასილი
ნაკლებად ხშირი მიზეზები:
- ანალური სიმსივნე
- ანგიოდისპლაზია (ნაწლავების გარეშემო არსებული სისხლძარღვების პათოლოგია)
- ნაწლავის სიმსივნე
- მსხვილი ნაწლავის პოლიპები
- კრონის დაავადება
- ფაღარათი (დიარეა)
- დივერტიკულოზი (ნაწლავის კედლიდან გამონაზარდი)
- იშემიური კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება გამოწვეული სისხლის მიწოდების ნაკლებობით)
- პროქტიტი (სწორი ნაწლავის ანთება)
- ფსევდომემბრანული კოლიტი (ინფექციით გამოწვეული მსხვილი ნაწლავის ანთება)
- სხივური თერაპია
- სწორი ნაწლავის პროლაპსი (სწორი ნაწლავის ნაწილის გამოვარდნა ანუსიდან)
- სწორი ნაწლავის სოლიტარული წყლულოვანი სინდრომი (წყლული სწორი ნაწლავის კედელში)
- წყლულოვანი კოლიტი
როდის მივმართოთ ექიმს
მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ გაქვთ სწორი ნაწლავიდან სისხლდენა და შოკის ნებისმიერი სიმპტომი:
- სწრაფი, ზერელე სუნთქვა
- თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება ადგომის შემდეგ
- მხედველობის დაბინდვა
- გულის წასვლა
- დაბნეულობა
- გულისრევა
- ცივი, წებოვანი, ფერმკრთალი კანი
- შემცირებული შარდვა
სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება
მოთხოვეთ ვინმეს წაგიყვანოთ სასწრაფო დახმარების პუნქტში თუ სწორი ნაწლავიდან სისხლდენა:
- არის შეუჩერებელი ან მძიმე
- თან ერთვის მწვავე მუცლის ტკივილი ან კრუნჩხვები
- თან ერთვის ანალური ტკივილი
დაგეგმეთ შეხვედრა ექიმთან
დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი თუ სწორი ნაწლავიდან სისხლდენა გრძელდება ერთ-ორ დღეზე მეტი. თუ შეწუხებული ხართ სისხლდენით, შეგიძლიათ მანამდეც მიაკითხოთ ექიმს.
ზოგადად, 40 წელს ქვემოთ პაციენტებში, რომლებსაც უვლინდებათ სისხლდენის აშკარა მიზეზი, მაგალითად ყაბზობა, არ ხდება საჭირო დამატებითი ტესტების ჩატარება. რაც შეეხება 40 წელს ზემოთ პაციენტებს, ბევრი ექიმი საჭიროდ მიიჩნევს ამ დროს კოლონოსკოპიის ჩატარებას რათა გამოირიცხოს სიმსივნის არსებობა.