სისხლიანი ნახველი
სიმპტომის აღწერა
სისხლიანი ნახველი ფილტვის სხვადასხვა პათოლოგიების დროს შეიძლება შეგვხვდეს. სიმპტომს სხვადასხვა ტიპის გამოვლინება აქვს– სისხლი ნახველში შესაძლოა იყოს ღია წითელი, ვარდისფერი,ნახველი შეიძლება გახდეს ქაფიანი ან ლორწოვანი.
სისხლიან ნახველს სამედიცინო ტერმინოლოგიით ჰემოპტიზი ეწოდება. ჰემოპტიზი შესაძლოა მნიშვნელოვანი პათოლოგიური პროცესის მანიშნებელი იყოს. თუმცა, მცირედ სისხლიანი ნახველი არცთუ ისე იშვიათია და არ უკავშირდება დაავადებებს.
დარეკეთ 112–ზე და მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ გაქვთ დიდი რაოდენობით სისხლიანი ნახველი ან ხშირად გაწუხებთ ეს პრობლემა.
გამომწვევი მიზეზი
ჰემოპტიზის დროს სისხლი ფილტვის გარკვეული უბნებიდან ამოდის. შესაძლოა, კუჭიდან გადმოსული სისხლი გვეგონოს ფილტვის წარმოშობის. ამიტომ, ექიმმა უნდა გაარკვიოს, საიდანაა სისხლდენა და რა არის სისხლდენის მიზეზი.
სისხლიანი ნახველის ხშირი გამომწვევი მიზეზები ქრონიკული ბრონქიტი ან ბრონქოექტაზიაა. სხვა მიზეზებია:
- ფქოდ (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება)
- კისტური ფიბროზი
- ნარკოტიკული საშუალებები (კოკაინი “კრეკი”)
- უცხო სხეული
- ვეგენერის გრანულომატოზი
- ფილტვის აბსცესი
- ფილტვის სიმსივნე
- ემფიზემა
- მიტრალური სარქვლის სტენოზი
- პარაზიტული ინფექცია
- პნევმონია (ფილტვების ანთება)
- ფილტვის ემბოლია
- ტრავმა
- ტუბერკულოზი
როდის მივმართოთ ექიმს
დაუკავშირდით თქვენს ექიმს თუ გაქვთ სისხლი ნახველში. ექიმი დაადგენს არის თუ არა თქვენი სიმპტომი რაიმე დაავადების მანიშნებელი. დარეკე 112–ზე თუ გაქვთ დიდი რაოდენობით სისხლიანი ნახველი ან სისხლდენა არ ჩერდება.