სისხლიანი თესლი (ჰემატოსპერმია)

სიმპტომის აღწერა

სისხლი თესლში (ჰემატოსპერმია) შესაძლოა იყოს საგანგაშო, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს სიმპტომი არ იწვევს სერიოზულ პრობლემებს. სისხლიანი თესლი არ არის ხშირი და უმეტეს შემთხვევაში თავისით გაივლის

გამომწვევი მიზეზი

თესლი შედგება სპერმისაგან და სხვა სითხეებისაგან, რომელიც პროსტატასა და სხვა ჯირვკლებში წარმოიქმნება. სითხეები (იგივე ეაკულატი) სპერმას მილაკებში გასვლისას უერთდება და მიემართება შარდსაწვეთისაკენ ეაკულაციისათვის. სითხეების მილაკებში ან საშარდე გზებში მოძრაობისას ბევრ რამეს შეუძლია დააზიანოს სისხლძარღვები. დაზიანებული სისხლძარღვების კედლებიდან სისხლი ჟონავს თესლში, შარდში ან ორივეში

ხშირ შემთხვევაში რთულია დადგინდეს სისხლიანი თესლის არსებობის გამომწვევი მიზეზები. 40 წლამდე მამაკაცებში სიმპტომს უმეტესად ინფექცია იწვევს. სიმპტომს როგორც წესი თან ახლავს სხვა სიმპტომებიც, როგორიცაა სიცხე, გენიტალიების ან საშარდე გზების ტკივილი, გაძნელებული შარდვა ან სისხლიანი შარდი.

40 წლის ზემოთ მამაკაცებში სისხლიანი თესლი შეიძლება კიბოს(ავთვისებიანის) ნიშანი იყოს, უმეტესად კი პროსტატის კიბოს.შესაბამისად, ამ ასაკში ხსენებულ სიმპტომს გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა. მაგრამ რისკი დაბალია. კვლევისას შედეგად დადგინდა, რომ იმ მამაკაცებიდან (800), რომლებსაც აღენინშნებოდათ სისხლი თესლში, კიბო აღმოაჩნდა 4 %ზე ნაკლებს(საშუალოდ).

სისხლიანი თესლის ხშირი მიზეზები:

  1. ბრაქითერაპია
  2. ქლამიდია
  3. ეპიდიდიმიტი
  4. გენიტალური ჰერპესი
  5. გონორეა
  6. შეწყვეტილი სექსი
  7. ხანგრძლივი თავის შეკავება სექსისგან
  8. პროსტატის ბიოფსია
  9. პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია
  10. პროსტატიტი
  11. სათესლის ტრავმა
  12. ვაზექტომია
  13. უხეში სექსი

სისხლიანი თესლის იშვიათი მიზეზები:

  1. ამილოიდოზი
  2. კეთილთვისებიანი წანაზარდები (კისტები, პოლიპები) შარდის ბუშტში, შარდსაწვეთში ან პროსტატაში
  3. წინამდებარე ჯირკვლის ამოკვეთა
  4. მყიფე სისხლძარღვები
  5. ჰემოფილია
  6. პროსტატის კიბო
  7. შისტოსომიაზი
  8. სათესლის კიბო
  9. თრომბოციტოპენია
  10. ტუბერკულოზი
  11. ვონ ვილბრანდის დაავადება
  12. ვარფარინის გვერდითი მოვლენები

როდის მივმართოთ ექიმს

თუ ხართ 40 წლამდე ასაკის და შენიშნეთ სისხლი თესლში, არ არის საჭირო მიმართოთ ექიმს გარდა შემთხვევებისა, როდესაც:

  • აღგენიშნებათ რაიმე სხვა სიმპტომი
  • თუ თქვენ ახლახანს შეიმოწმეთ პროსტატა ან ჩაგიტარდათ ვაზექტომია, რომელიც შეიძლება ხანმოკლე სისხლდენის მიზეზი ყოფილიყო
  • სისხლი დიდი რაოდენობისაა, თავს იჩენს ხშირად და ადვილად არ გაივლის.

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ :

  • ხართ 40 წელს გადაცილებული
  • სისხლი სპერმაში შეიმჩნევა 3–4 კვირაზე მეტხანს
  • გაქვთ დაზიანების სხვა სიმპტომები, მაგალითად ტკივილი, მტკივნეული ეაკულაცია, სიცხე, შარდვის გაძნელება, სისხლიანი შარდი
  • გაქვთ სხვა რისკ–ფაქტორები, მაგალითად სიმსივნე, სისხლდენითი დაავადებები, ტრავმა, საშარდე ან სასქესო ორგანოების მალფორმაცია, ანახლახანს გქონდათ სქესობრივი კავშირი, რომელიც შესაძლოა ინფექციის რისკის მატარებელი იყოს.