სისხლის შენადედები

სიმპტომის აღწერა

სისხლის შენადედები გვხვდება სხვადასხვა გარემოებებში და განსხვავებულ ადგილებში. ტრავმის შედეგად წარმოქმნილი კოლტი(შენადედი) სასარგებლოა, რადგან აჩერებს პოტენციურად საშიშ სისხლდენას.

გამომწვევი მიზეზი

სისხლის შენადედები შეიძლება ჩამოყალიბდეს მცირე ზომის ვენებში კანის ზედაპირთან (ზედაპირული ფლებიტი) და გამოიწვიოს ადგილობრივი სიწითლე, ტკივილი და შეშუპება. ზედაპირულ ფლებიტს იშვიათად ახასატებს გართულებები და საჭიროებს მინიმალურ მკურნალობას. სისხლის შენადედმა, რომელიც ყალიბდება უფრო განიერ, სიღრმისეულ ვენებში (ღრმა ვენის თრომბოზი) შეიძლება უფრო განვრცობადი სიმპტომები გამოიწვიოს დაზიანებულ ადგილას, ძირითადად ფეხზე და შეგვიქმნას სერიოზული პრობლემები.

სისხლის კოლტი შეიძლება მოწყდეს თავდაპირველ მდებარეობას და დააზიანოს სხეულის სხვა ნაწილიც. კოლტი რომელიც მოწყდება ღრმა ვენის თრომბოზიდან შეიძლება წავიდეს ფილტვებისკენ და მივიღოთ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა-კოლტები ფილტვში (პულმონური ემბოლიზმი)

სისხლის შენადედი რომელიც ჩნდება გულის რომელიმე საკანში, (ძირითადად არარეგულარული გულის რითმის შედეგად, როგორიცაა წინაგულების თრთოლვა) შეიძლება მივიდეს ტვინამდე და გამოიწვიოს ინსულტი. არტერიებში აღმოცენებულმა თრომბმა შეიძლება გადაკეტოს სისხლის დინება და გამოიწვიოს გულის შეტევა.

საძილე არტერიებში გაჩენილი შენადედი შეიძლება ავიდეს ტვინში და გამოიწვიოს ინსულტი

სისხლის კოლტების და მათთან დაკავშირებული გართულებების გამომწვევი მდგომარეობები და ფაქტორები:

  1. ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი
  2. არტერიოსკლეროზი / ათეროსკლეროზი
  3. ზოგიერთი მედიკამენტი, როგორებიცაა კონტრაცეფტივები, ჰორმონული თერაპიის წამლები და მკერდის კიბოს სამკურნალო გარკვეული პრეპარატები
  4. ღრმა ვენის თრომბოზი
  5. მეხუთე ფაქტორი ლეიდენი
  6. მსგავსი შემთხვევა ოჯახში(გენეტიკური მიდრეკილება)
  7. გულის არითმიები
  8. ინფარქტი
  9. გულის უკმარისობა
  10. ჭარბწონიანობა
  11. *პერიფერიული არტერიული დაავადება
  12. პოლიციტემია ვერა
  13. ორსულობა
  14. გახანგრძლივებული ჯდომა ან წოლა
  15. ფილტვის ემბოლია
  16. მოწევა
  17. ქირურგიული ოპერაცია

როდის მივმართოთ ექიმს

დაუყოვნებლივ მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება

  • სუნთქვის უკმარისობა
  • წნევის, სისავსის ან მოჭერისმაგვარი ტკივილის დროს გულმკერდის ცენტრში.(თუ გრძელდება რამოდენიმე წუთზე მეტ ხანს)
  • თუ ტკივილი ვრცელდება მხარზე, მკლავზე, ზურგზე ან ყბაზე.
  • სწრაფი გულისცემისას
  • თუ იგრძნობთ უცაბედ სისუსტეს ან გაგიშეშდებათ სახე, მკლავი ან ფეხი
  • უცაბედად გაგიჭირდათ ლაპარაკი ან სხვისი ნათქვამის გააზრება (აფაზია)
  • მხედველობის უცაბედი გაბუნდოვანების, გაორების ან დაქვეითების შემთხვევაში

დაუკავშირდით თქვენს ექიმს თუ აღინიშნება შემდეგი სიმპტომები ფეხის ან მკლავის არეში:

  • შესიება
  • სიწითლე
  • მგრძნობელობის დაკარგვა (დაბუჟება)
  • ტკივილი განვითარდა ტრავმის შედეგად (ავარია, სპორტი, დაცემა)

მკურნალობა სახლის პირობებში:
რათა შემცირდეს სისხლში კოლტების განვითარების რისკი, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • მოერიდეთ დიდხანს ჯდომას. თუ გადაადგილდებით თვითმფრინავით, ხშირად გაიარეთ დერეფანში. მანქანით მგზავრობისას ხშირად შეჩერდით და გაიარეთ
  • იმოძრავეთ. რაც უფრო მალე დაიწყებთ მოძრაობას ქირურგიული ოპერაციის და ხანგრძლივი წოლის შემდგომ, მით უკეთესი
  • შეცვალეთ ცხოვრების წესი. დაიკელით წონაში, შეეცადეთ შეამციროთ მაღალი წნევა, შეწყვიტეთ მოწევა და ივარჯიშეთ ხშირად