სისხლის თეთრი უჯრედების მაღალი შემცველობა სისხლში

სიმპტომის აღწერა

სისხლის თეთრი უჯრედების მაღალი შემცველობა სისხლში ნიშნავს დაავადებასთან მებრძოლი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობის მატებას. სისხლის თეთრი უჯრედების მაღალ შემცველობას სისხლში აგრეთვე ლეიკოციტოზი ეწოდება

ლეიკოციტებისათვის დაწესებული ზედა ზღვარი განსხვავებულია ამა თუ იმ კლინიკაში. ზრდასრულებში, 11,000-ზე მეტი ლეიკოციტი მიკროლიტრზე მიიჩნევა მაღალ შემცველობად. ზღვარი ბავშვებში სხვადასხვანაირია ასაკის და სქესის შესაბამისად

გამომწვევი მიზეზი

სისხლის თეთრი უჯრედების მაღალი შემცველობა სისხლში მიუთითებს:

  • ლეიკოციტების გაძლიერებული წარმოქმნა ინფექციასთან საბრძოლველად
  • ლეიკოციტების წარმოქმნის მასტიმულირებელ წამალზე რეაქცია
  • ძვლის ტვინის დაავადება, რაც იწვევს სისხლის თეთრი უჯრედების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნას
  • იმუნური სისტემის დაავადებები რაც აძიერებს სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნას
ლეიკოციტების მაღალი შემცველობის სხვა მიზეზები:

  • მწვავე ლიმფოციტური ლეიკემია
  • მწვავე მიელოგენური ლეიკემია
  • მწვავე ალერგიული რეაქციები
  • ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია
  • ქრონიკული მიელოგენური ლეიკემია
  • წამლები, როგორებიცაა კორტიკოსტეროიდები და ეპინეფრინი
  • მიელოფიბროზი
  • ზოგიერთი ბაქტერიული ინფექცია
  • ზოგიერთი ვირუსული ინფექცია
  • პოლიციტემია ვერა
  • რევმატოიდული ართრიტი
  • მოწევა
  • ფიზიკური ან ემოციური სტრესი
  • ტუბერკულოზი
  • ყივანახველა

როდის მივმართოთ ექიმს

ექიმი ამ სიმპტომს ძირითადად მაშინ პოულობს, როდესაც უკვე არსებულ დაავადებას ეძებს. სიმპტომის აღმოჩენა იშვიათად არის შემთხვევითი ან მოულოდნელი. მოუყევით ექიმს თქვენი მონაცემების შესახებ. ლეიკოციტების მაღალი შემცველობა სისხლში და სხვა ანალიზები ერთობლივად შესაძლოა რაიმე დაავადებაზე მიუთითებდნენ, თუმცა ექიმი თქვენი მდგომარეობის ზუსტად დასადგენად საჭიროების შემთხვევაში დამატებით ანალიზებს მოითხოვს.