სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა (ჰიპოკალემია)

სიმპტომის აღწერა

სისხლის მიმოქცევაში ნორმალურზე დაბალი კონცენტრაციის კალიუმს ჰიპოკალემია ეწოდება. კალიუმი არის ქიმიური ნივთიერება (ელექტროლტი), რაც აუცილებელია ნერვების და კუნთბის (განსაკუთრებით გულის) ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ნორმალურ პირობებში კალციუმის კონცენტრაცია სისხლში არის 3.6-5.2 მილიმოლი ლიტრზე. სისხლში კალიუმის ძალიან დაბალი კონცენტრაცია (2.5 მმოლ/ლ-ზე ნაკლები) სიცოცხლისთვის საშიშია და საჭიროებს სამედიცინო ჩარევას.

გამომწვევი მიზეზი

ჰიპოკალემიას ბევრი რამ იწვევს. ამ სიმპტომის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი არის შარდში კალიუმის ჭარბი რაოდენობით კარგვა შარდმდენი წამლების მიღების გამო. ღებინება და ფაღარათი ასევე შეიძლება იყოს დიდი რაოდენობით კალიუმის დაკარგვის მიზეზი საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. იშვიათია კალიუმის ნაკლებობა საკვებ რაციონში არასათანადო რაოდენობის გამო.

კალიუმის დაკარგვის მიზეზები:

  1. თირკმლის ქრონიკული დაავადება
  2. დიაბეტური კეტოაციდოზი
  3. ფაღარათი (დიარეა)
  4. ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობის მიღება
  5. საფაღარათო საშუალებების დიდი რაოდენობით მიღბა
  6. ჭარბი ოფლიანობა
  7. ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა
  8. შარდმდენების გამოყენება
  9. პირველადი ალდოსტერონიზმი
  10. ღებინება
  11. ზოგიერთი ანტიბიოტიკის მიღება

როდის მივმართოთ ექიმს

Iსისხლში კალიუმის დაბალი შემცველობის აღმოჩენა ძირითადად ხდება სისხლის ანალიზის დროს, როდესაც ექიმი რაიმე სხვა დაავადების დადგენას ცდილობს, ან მაშინ როდესაც პაციენტი იღებს შარდმდენ საშუალებებს. იშვიათია, რომ კალიუმის ნაკლებობამ გამოიწვიოს რაიმე იზოლირებული სიმპტომი, მაგალითად კუნთის კრუნჩხვა და არაფერი სხვა.

ჰიპოკალემიის სიმპტომები:

  • სისუსტე
  • დაღლილობა
  • კუნთების კრუნჩხვა
  • ყაბზობა

არანორმალური გულის რითმი (არითმიები) არის ჰიპოკალემიის ყველაზე საგანგაშო შედეგი, განსაკუთრებით მათთვის ვისაც გულის პრობლემები აწუხებს.

დაელაპარაკეთ ექიმს თქვენი მონაცემების შესახებ. აუციელებელია შეცვალოთ მედიკამენტი რომელიც ზეგავლენას ახდენს თქვენს სისხლში კალიუმის კონცენტრაციაზე, ან მიიღოთ მედიკამენტი რომელიც ჰიპოკალემიის რეალურ გამომწვევ მიზეზს უმკურნალებს.

ჰიპოკალემიის მკურნალობა მიმართულია გამომწვევი მიზეზისადმი, შესაძლოა ეს პროცესს თან ახლდეს კალიუმის შემცველი დანამატების მიღება. ნუ მიიღებთ კალიუმის შემცველ დანამატებს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.