სისხლში ლეიკოციტების დაბალი შემცველობა
სიმპტომის აღწერა
სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობა, იგივე ლეიკოპენია ეწოდება სისხლში დაავადებასთან მებრძოლი უჯრედების (ლეიკოციტების) დაბალ შემცველობას
სისხლში ლეიკოციტების დაბალი შემცველობისთვის დაწესებული ზღვარი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვანაირია. ზოგიერთ ჯანმრთელ ადამიანს სისხლში ნორმალურზე ნაკლები კონცენტრაციის ლეიკოციტები აქვს. 4,000-ზე ნაკლები სისხლის თეთრი უჯრედი 1 მიკროლიტრზე ითვლება ლეიკოპენიად. ბავშვებში სისხლში ლეიკოციტების დაბალი შემცველობის ზღვარი განსხვავებულია სქესისა და ასაკის მიხედვით
გამომწვევი მიზეზი
ლეიკოპენიის მიზეზები:
- ვირუსული ინფექცია რაც ძვლის ტვინის ნორმალურ ფუნქციას დროებით აქვეითებს
- თანდაყოლილი დაავადებები, რომლებიც იწვევენ ძვლის ტვინის ფუნქციის დაქვეითებას.
- კიბო ან რაიმე სხვა დაავადება რაც აზიანებს ძვლის თვინს
- ავტოიმუნური დაავადებები რომლებიც ანადგურებენ სისხლის თეთრ უჯრედებს ან ძვლის ტვინის უჯრედებს
- მასიური ინფექციე რომელიც იმაზე მეტი რაოდენობით ლეიკოციტს იყენებს, ვიდრე იგი ორგანიზმში წარმოიქმნება
- წამლები რომლებიც ანადგურებენ ლეიკოციტებს ან აზიანებენ ძვლის ტვინს
სისხლში ლეიკოციტების დაბალი შემცველობის სხვა მიზეზები:
- აპლასტიური ანემია
- ზოგიერთი მეიდკამენტი, როგორებიცაა ანტიბიოტიკები და შარდმდენები
- ქიმიოთერაპია
- აივ/შიდსი
- ჰიპერსპლენიზმი, სისხლის უჯრედების ჭარბი განადგურება ელენთის მიერ
- ინფექციური დაავადებები
- კოსტმანის სინდრომი, თანდაყოლილი დაავადება რომლის დროსაც ცოტა რაოდენობით ნეიტროფილი წარმოიქმნება
- ლეიკემია
- მგლურა
- მალნუტრიცია
- მიელო დისპლასტიური სინდრომები
- მიელოკათექსისი, თანდაყოლილი დაავადება რომლის დროსაც ნეიტროფილები ვერ გადადიან სისხლის მიმოქცევაში
- სხვა ავტოიუმუნური დაავადებები
- სხვა თანდაყოლილი დაავადებები
- პარასიტული დაავადებებ
- სხივური თერაპია
- ვიტამინების ნაკლებობა
როდის მივმართოთ ექიმს
სისხლში ლეიკოციტების დაბალი შემცევლობის დიაგნოსტირება ხდება მაშინ, როდესაც ექიმი უკვე არსებულ დაავადებას იკვლევს. ამ სიმპტომის აღმოჩენა იშვიათადაა მოულოდნელი ან შემთხვევით აღმოჩენილი. მოუყევით ექიმს თქვენი მონაცემების შესახებ. ლეიკოციტების ნაკლებობა და ტესტის სხვა პასუხები ერთად შესაძლოა კონკრეტულ დაავადებაზე მიუთითებდეს, თუმცა ექიმი ზოგჯერ დამატებით ტესტებს ითხოვს.
რადგანაც ლეიკოციტების ქრონიკული ნაკლებების დროს ინფექციების მიმართ პაციენტი ხდება მოწყვლადი, აუცილებელია პრევენციული ზომების ექიმთან განხვილვა. ყოველთვის კარგად დაიბანეთ ხელები. თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ სახის მასკის ტარება და თავიდან აირიდოთ გაციებულ ან რაიმე ინფექციით დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტი.