სუნთქვის უკმარისობა

სიმპტომის აღწერა

იშვიათია იმაზე უფრო საშიში გრძნობა, როგორიცაა საკმარისი ჰაერის მიღების შეუძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ სუნთქვის უკმარისობა (დისპნეა) დიდი ალბათობით ყველა ადამიანი სხვანაირად განიცდის, უმეტესობა აღწერს, რომ იგრძნეს მწვავე დაჭიმვის გრძნობა გულმკერდის არეში და სულის ხუთვის შეგრძნება. გამომწვევი მიზეზის მიხედვით ადამიანს სუნთქვის უკმარისობა შეიძლება განუვითარდეს ან ერთხელ, ან პერიოდულად, მომავალში მუდმივად განვითარების რისკით.

ძალიან ძლიერ ვარჯიშს, უკიდურესად მაღალ ტემპერატურას, ძლიერ სიმსუქნეს და მაღალ სიმაღლეებზე ყოფნას შეუძლია გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა ჯანმრთელ პირებში. ნებისმიერი სხვა მიზეზის დროს სუნთქვის უკმარისობა დიდი ალბათობით რაიმე სამედიცინო პრობლემაზე მიანიშნებს. თუ გაქვთ აუხსნელი სუნთქვის უკმარისობა, განსაკუთრებით თუ იგი უეცრად იწყება და მწვავეა, ეწვიეთ ექიმს რაც შეიძლება მალე.

გამომწვევი მიზეზი

სუნთქვის უკმარისობის მიზეზები უმეტესად გულთან და ფილტვებთანაა დაკავშირებული. თქვენი გული და ფილტვები მონაწილეობენ ქსოვილებისთვის ჟანგბადის მიწოდებაში და ნახშირორჟანგის გამოტანაში. ამ ორი პროცესიდან ნებისმიერის პრობლემა აისახება სუნთქვაზე.

  • ასთმა
  • ნახშირმჟავათი მოწამვლა
  • გულის ტამპონადა
  • გულის შეტევა
  • დაბალი წნევა (ჰიპოტენზია)
  • ფილტვის ემბოლია
  • ფილტვების ანთება
  • პნევმოთორაქსი
  • ზემო სასუნთქი გზების ობსტრუქცია
  • გულის პრობლემები
  • კარდიომიოპათია
  • გულის არითმიები
  • გულის უკმარისობა
  • პერიკარდიტი
  • სხვა პრობლემები
  • ანემია
  • ნეკნების მოტეხილობა
  • გუდვა: პირველადი დახმარება
  • ეპიგლოტიტი
  • უცხო სხეულის ჩასუნთქვა: პირველად დახმარება
  • გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
  • გილენ-ბარის სინდრომი
  • მიასთენია გრავის

ქრონიკული სუნთქვითი უკმარისობა უმეტესად დაკავშირებულია:

  • ასთმა
  • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
  • გულის დისფუნქცია
  • ფილტვის შემაერთებელქსოვილოვანი დაავადება
  • სიმსუქნე

რამდენიმე სხვა დაავადებასაც შეუძლია გაართულოს საკმარისი ჰაერის მიღება:

  • ფილტვის პრობლემები
  • კრუპი
  • ფილტვის სიმსივნე
  • პლევრიტი
  • პულმონალური შეშუპება
  • პულმონარული ფიბროზი
  • პულმონარული ჰიპერტენზია
  • სარკოიდოზი
  • ტუბერკულოზი

როდის მივმართოთ ექიმს

მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება

დარეკეთ სასწრაფოში ან წააყვანინეთ ვინმეს თავი სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტში თუ განიცდით მწვავე სუნთქვის უკმარისობას, რომელიც უეცრად დაიწყო და ზეგავლენას ახდენს თქვენს ფუნქციონირების უნარზე. სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ სუნთქვის უკმარისობას თან ერთვის მკერდის ტკივილი, გულის წასვლა ან გულისრევა. ეს შეიძლება გულის შეტევის ან პულმონარულიემბოლიის ნიშანი იყოს.

დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი
დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი თუ სუნთქვის უკმარისობას თან ერთვის:

  • ტერფების და კოჭების შეშუპება
  • სუნთქვის გაძნელება სწორად წოლისას
  • მაღალი სიცხე, შეციება, ხველა
  • ტუჩების ან თითის წვერების გალურჯება
  • მსტვინავი სუნთქვა
  • სტრიდორი – მაღალი სიმაღლის ხმა სუნთქვისას
  • არსებული სუნთქვის უკმარისობის გაუარესება

თვითმკურნალობა
ქრონიკული სუნთქვის უკმარისობის გაუარესების თავიდან ასარიდებლად:

  • შეწყვიტეთ მოწევა. მოწევის შეწყვეტას ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს. თამბაქოსგან განთავისუფლების შემდეგ მცირდება გულის, ფილტვების დაავადებების და სიმსივნის რისკი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მანამდე ბევრი წელი ეწეოდით.
  • აარიდეთ თავი დამაბინძურებელ აგენტებს: მაქსიმალურად შეეცადეთ აარიდოთ თავი ალერგენებისა და გარემოში არსებული ტოქსინების ჩასუნთქვას.
  • დაიკელით წონაში თუ ჭარბწონიანი ხართ.
  • მოუარეთ საკუთარ თავს. იმკურნალეთ, თუ რაიმე სხვა დაავადება გაქვთ.
  • შეიმუშავეთ მოქმედების გეგმა. ჰკითხეთ ექიმს თუ რა უნდა იღონოთ სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში.
  • აარიდეთ ფიზიკურ დატვირთვას თავი მაღალი სიმაღლეებზე – ზღვის დონიდან 1524 მეტრზე მაღლა.
  • თუ დამოკიდებული ხართ დამატებით ჟანგბადზე, შეამოწმეთ, რომ ჟანგბადის მიწოდება ადეკვატურია და აპარატურა გამართულად მუშაობს.